2020-12-18

? ყველა ბავშვი საკუთარი, ინდივიდუალური ტემპით ვითარდება. დღეს ეს ყველამ ვიცით, მაგრამ როცა საქმე ჩვენს შვილებს ეხება, ხშირად ვკარგავთ კონტროლს და ეგრევე განგაშის ზარებს შემოვკრავთ. ეს სრულიად ნორმალური და ლეგიტიმურია, როცა გიყვარს და გრძნობ პასუხისმგებლობას.

❌ ხშირად ხდება ჩემს პრაქტიკაში, მოდის მშობელი და ბავშვის თანდასწრებით გამოსთქვამს წუხილს: "იცით რა, აი ვერაფრით ვერ მივაჩვიე ქოთანზე დაჯდომას", "ჩემი შვილი ვერ გამოთქვამს ამა თუ იმ სიტყვას და სუფიქსებს საერთოდ არ იყენებს", "ვერ ვასწავლე ფანქრის სამი თითით დაჭერა" და ა.შ.

ამ სიტუაციაში მე ვცდილობ თემა შევცვალო, ან პირდაპირ ვეუბნები, რომ ახლა არ არის ამ თემის განხილვისთვის ხელსაყრელი მომენტი. წარმოიდგინეთ, ვიღაც საუბრობს თქვენზე თქვენი თანდასწრებით. მე პირადად, სულ რომ მაქონ და მადიდონ, თავს მაინც დამცირებულად ვიგრძნობ, როცა მესამე პირში მომიხსენიებენ და ამ დროს გვერდით ვდგავარ.

? ახლა წარმოიდგინეთ, რას განიცდის ბავშვი. ის ხომ თავს არასრულყოფილად, არასასურველად, დაკნინებულად გრძნობს. რაც ყველაზე სავალალოა, იწყებს საკუთარ თავზე ზეწოლას, გამოასწოროს ესა თუ ის "ნაკლი".

?️ ბავშვებს აქვთ დაუოკებელი სურვილი, ასიამოვნონ მშობელს, რაც სრულიად ბუნებრივია, როცა ამ ასაკში მთლიანად დამოკიდებულია მშობელზე. ამ დროს მისი ტვინი ჯერ არ არის მზად, ისე დაიჭიროს ფანქარი, როგორც მის მშობელს სურს. ამას ემატება ზეწოლისგან გამოწვეული სტრესი და ეს ყველაფერი არა მარტო აფერხებს ბავშვის ამა თუ იმ უნარის განვითარებას, ამცირებს თვითშეფასებაც.

?️ როცა მე ვხედავ, რომ ბავშვს რაღაც არ გამოსდის, ყოველთვის აქცენტს ვაკეთებ იმაზე, რაც კარგად გამოსდის. ამით იზრდება ბავშვის თვითშეფასება; ჯგუფის სხვა ბავშვებში ჰპოვებს აღიარებას და გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი. ბედნიერ ბავშვებს კი ყველაფერი იოლად გამოსდით.

 

მასალა მომზადებულია „მშობელისთვის“, სოციალ-პედაგოგ ირა ჩერქეზიშვილის მიერ

რჩევები