2021-01-12

Usmle მოსამზადებელი ცენტრის წარმომადგენელი, ბიოქიმია-ფარმაკოლოგიის ლექტორი და ონკოლოგი გიორგი ღოღობერიძე საზოგადოებას აფრთხილებს, რომ კოვიდგადატანილი პაციენტი შესაძლოა, სხვისი დაინფიცირების მიზეზი გახდეს.

„კოვიდგატანილმა პაციენტებმა ნიღაბი აუცილებლად უნდა ატარონ, რადგან ისინი შეიძლება ვირუსის მატარებლები იყვნენ და სხვა დააინფიცირონ. ხალხს ჰგონია, რომ თუ მათ კოვიდი მოიხადეს, შეუძლიათ ნიღაბი აღარ ატარონ ან დისტანცია აღარ დაიცვან, მაგრამ იცოდეთ, მათ კი მოიხადეს კორონავირუსი და შეიძლება რეინფიცირება აღარ მოხდეს, მაგრამ ისინი ვირუსის მატარებლები შეიძლება იყვნენ და სხვა დააავადონ, ამიტომ ყველა რეკომედაცის დაცვა უნდა განაგრძონ. კორონას გადატანის შედმეგ, ეს იმუნიტეტი დედამიწაზე ამჟამად გავრცელებული კორონავირუსის ყველა შტამისგან გვიცავს“, - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.

რჩევები