ახალბედა ორსულებს ხშირად აქვთ კითხვები დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა მომსახურების მიღება შეუძლიათ ორსულებს უფასოდ, რა თანხით ფინანსდება სახელმწიფოსგან მშბიარობა, ეკუთვნის თუ არა უფასო მომსახურება კერძო დაზღვევის მქონეებს, რა მომსახურება შედის უფასო ვიზიტებში. სწორედ ამიტომ, „მშობელი“ ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა და მოგაწვდით ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც თქვენთვის აუცილებელ კითხვებს გასცემს პასუხებს.
როგორც „მშობელს“ სამინისტროში განუცხადეს, პროგრამით მოსარგებლეები საქართველოს მოქალაქეები არიან, პროგრამა კი ითვალისწინებს უსაფრთხო ორსულობის უზრუნველყოფას, გართულებული მშობიარობის მართვას, პერინატალური სიკვდილიანობის შემცირებას, ორსულთა ეფექტური პატრონაჟისა და მაღალკვალიფიციური სამედიცინო დახმარების გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით, თანდაყოლილი და გენეტიკური დაავადებების ადრეულ გამოვლენას.
რა მომსახურებებს მოიცავს დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა:
2018 წლის 1 თებერვლიდან ანტენატალური მეთვალყურეობით სარგებლობისას ვაუჩერით სახელმწიფოს მხრიდან სრულად ფინანსდება 8 ვიზიტი (4-ის ნაცვლად).
1 |
პირველი ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) სისხლის საერთო ანალიზი; გ) შარდის კულტურალური გამოკვლევა; დ)სისხლის ჯგუფისა და რეზუს-კუთვნილების განსაზღვრა; ე) რეზუს-ანტისხეულებზე ტესტირება რეზუს-უარყოფითი სისხლის კუთვნილების ქალებში ვ) სკრინინგული ტესტები (B ჰეპატიტის ვირუსი, C-ჰეპატიტის ვირუსი, აივ ინფექცია და სიფილისი) ზ)ულტრაბგერითი გამოკვლევა |
2 |
მეორე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) ულტრაბგერითი გამოკვლევა |
3 |
მესამე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; გ) ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში; დ) რეზუს-ანტისხეულების განსაზღვრა რეზუს-უარყოფითიან ქალებში; ე) სკრინინგი გესტაციურ დიაბეტზე |
4 |
მეოთხე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; |
5 |
მეხუთე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; |
6 |
მეექვსე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; გ)ჰემოგლობინის განსაზღვრა სისხლში; |
7 |
მეშვიდე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა; |
8 |
მერვე ვიზიტი |
ა) მეან-გინეკოლოგის კონსულტაცია; ბ) შარდში პროტეინურიის განსაზღვრა. |
- ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის ფარგლებში გაცემული მატერიალიზებული ვაუჩერით მოსარგებლეს სამედიცინო მომსახურების სრული მოცულობით მიღება შეუძლია იმ დაწესებულებაში, რომელიც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც ანტენატალური, ასევე, სამეანო სერვისების მიწოდებას;
- ასევე მოსარგებლეს სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლია მხოლოდ ანტენატალური სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებაში, რომლის მიერ საანგარიშგებო წლის წინა წლის განმავლობაში გატარებული ორსულთა საერთო რაოდენობა მეტია 300-ზე (ანუ მოხდება დაწესებულებების სელექცია კონსულტაციების რაოდენობის მიხედვით). ეს ცვლილება ეხება მხოლოდ თბილისს, ბათუმსა და ქუთაისს.
მოსარგებლეები:
ანტენატალური მეთვალყურეობის კომპონენტის მოსარგებლე არის საქართველოს მოქალაქე ყველა ორსული.
ვის უნდა მიმართოთ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად?
დედათა და ბავშვთა ანტენატალური მეთვალყურეობით გათვალისწინებული მომსახურების ვაუჩერის მისაღებად ორსულობის მე-13 კვირამდე უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს.
ანტენატალური მეთვალყურეობით სარგებლობისათვის, ორსულს ესაჭიროება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომლის მისაღებადაც ორსულმა განცხადებით უნდა მიმართოთ სოციალური მომსახურების სააგენტოს და განცხადებას დაურთოთ შემდეგი დოკუმენტები:
- პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
- ფორმა NIV-100/ა (პაციენტის დიაგნოზი, ჩარევები და გამოკვლევები მითითებული უნდა იყოს ქვეყანაში დადგენილი კლასიფიკატორების შესაბამისად);
- დადგენილი ფორმის განცხადება.
მშობიარობა/საკეისრო კვეთა
მშობიარობა და საკეისრო კვეთა ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით.
მშობიარობა-500 ლარის, საკეისრო კვეთა - 800 ლარის ოდენობით.
კერძო დაზღვევის ქონის მიუხედავად, მშობიარობა ყველა მოქალაქისთვის ფინანსდება. (გარდა საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული მოქალაქეებისა)
პერინატალური რეგიონალიზაცია
პერინატალური რეგიონალიზაციის რეფორმა, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, მიზნად დედათა და ახალშობილთა სიკვდილიანობის კიდევ უფრო შემცირებას ისახავს. ყველა ქალი მშობიარობს იმ დაწესებულებაში, სადაც მისი და ახალშობილის მოვლისთვის საუკეთესო პირობებია, პერინატალური რეგინალიზაციის მიზანია: დედათა და ახალშობილთა ავადობისა და სიკვდილიანობის შემცირება, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება რისკის შესაბამისი მოვლის უზრუნველყოფით. დაწესებულებები დონეებად ადამიანური, ტექნიკური და ფუნქციური შესაძლებლობების მიხედვით დაიყო.
ბმულზე მოცემულია სამშობიარო სახლების დონეები მთელი საქართველოს მასშტაბით.
I დონე - უზრუნველყოფს ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობა/მშობიარობის და ჯანმრთელი, დროული ახალშობილის (37 – 40 კვირის)მართვას. თუმცა, I დონის დაწესებულებას აქვს აქვს რესურსი დაასტაბილუროს რისკის მქონე დედა და აახალშობილი გადაყვანამდე.
II დონე - უზრუნველყოფს მაღალი დონის სამეანო მოვლას, როგორც ფიზიოლოგიური, ასევე რისკის რისკის მქონე ორსულობისა და მშობიარობის შემთხვევაში და ნეონატალურ მომსახურებას ჯანმრთელი, დღენაკლული (≥34 კვირის)და საშუალო სიმძიმის ახალშობილებისათვის, რომელთა პრობლემები სწრაფად მოგვარებადია.
III დონე - უზრუნველყოფს მაღალსპეციალიზირებულ სამშობიარო მომსახურებას, განსაზღვრულია ორსულობისა და მშობირობის მძიმე გართულებებისთვის, რომლებიც მოითხოვს კომპლექსურ მართვას. III დონის დაწესებულება უზრუნველყოფს მძიმე პათოლოგიების მქონე ან ძალიან მცირე მასის (<1500გ) და საბალი გესტაციური ასაკის (<34 კვირა) ახალშობილების ინტენსიურ მოვლას.
ირინე არდაშელია