ცნობილია, რომ წყალს ბავშვის ორგანიზმის ჩამოყალიბებასა და იმუნიტეტის სიმტკიცისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. საჭირო რაოდენობითა და საჭირო დროს სითხის მიღება, ბავშვს უფრო ჯანმრთელს და ჭკვიანს ხდის. სწორედ ამიტომ აწუხებთ მშობლებს კითხვები: რა რაოდენობის წყალი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში? რითი სჯობს წყურვილი მოიკლას? რატომაა ასეთი მნიშვნელოვანი ვაკონტროლოთ მიღებული წყლის რაოდენობა და რა გავაკეთოთ თუ ბავშვი უარს ამბობს წყლის დალევაზე.
ძირითადი მინიშნებები როცა ბავშვს წყალი არ ჰყოფნის:
- წყურვილის გაძლიერება, წყლის ხშირი მოთხოვნილება;
- ძილიანობა, აქტივობის დაქვეითბა;
- სქელი ნერწყვი ან მისი არარსებობა;
- გამომშრალი ადგილები კანზე(ტუჩი, ენა);
-ჩაზნექილი ყიფლიბანდი (წლამდე)
-ჩახლეჩილი ხმა, მშრალი ხველა
-შარდი არ გამოიყოფა 4-6 საათი(ბავშვი, განსაკუთრებით ახალდაბადებული ყოველი კვების შემდეგ შარდავს) ამ დროს შარდს ეძლევა მუქი შეფერილობა და ცუდი სუნი.
რატომ სჭირდება ბავშვის ორგანიზმს წყალი:
გამონაკლისის გარეშე ადამიანის ორგანიზმში ყველა პროცესი წყლის მონაწილეობით მიმდინარეობს. სიცოცხლის განმავლობაში სითხე გამოდის ორგანიზმიდან, ამიტომ საჭიროა მარაგის რეგულარულად შევსება. წყლის ბალანსის დარღვევას ორგანიზმში შეუძლია დეჰიდრატაცია გამოიწვიოს, რომელიც თავის მხრივ იწვევს თავის ტკივილს და იოლად დაღლას, ზრდის ალერგიული რეაქციების რისკს და ნივთიერებათა ცვლის დარღევას(შეკრულობას ხშირ შემთხვევაში). ამ ყველაფერს თან ახლავს უსიამოვნო სუნი პირის ღრუდან.
კვლევების მიხედვით ექვს თვემდე ბავშვს, რომელიც ბუნებრივ კვებაზეა, წყლის დამატება არ სჭირდება. დედის რძე სავსებით აკმაყოფილებს ჩვილის მოთხოვნილებას, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია რომ დედა იღებდეს ორივესთვის საკმარის წყალს. თუ ბავშვი ხელოვნურ ან შერეულ კვებაზეა, წყალი გამოიყენება რძის ნარევის მოსამზადებლად და ასევე შეგიძლიათ დამატებით მისცეთ კვებათა შორის დაბადებიდან.
იმისთვის, რომ წყლის საჭირო დონე შევინარჩუნოთ, წლამდე ბავშვს სჭირდება 50მლ. წყალი თითო კილოგრამზე(მაგ: 5 კილოზე 250გრ წყალი), თუმცა გასათვალისწინებელია რომ 75 პროცენტს ბავშვი ისედაც იღებს ძუძუთი ან ხელოვნური კვებიდან. ამიტომ, დღიური ნორმის გამოსათვლელად შეიძლება ვიხელმძღვანელოთ ამ ფორმულით: საერთო რაოდენობის სითხეს (50მლ ერთ კილოგრამზე) გამოვაკლოთ საკვებიოდან მიღებული სითხე(0.75%) მაგალითაად ბავშვი იწონის 10 კილოგრამს და მიირთმევს 300გრ. ხელოვნურ ნარევს დღეში: 10 კგ Х 50 მლ = 500 მლ 300 მლ Х 0,75 = 225 მლ 500 მლ — 225 მლ = 275 მლ 275 მლ. აი ესაა სტანდარტულად წყლის რაოდენობა, რომელიც ბავშვმა დღის განმავლობაში უნდა მიიღოს.
რა რაოდენობის წყალი უნდა დალიოს ბავშვმა ერთ წელს ზემოთ?
თანამედროოვე დიეტოლოგები თვლიან, რომ ბავშვებს ერთი წლიდან სამ წლამდე აუცილებლად სჭირდებათ 0,5-1,3ლ. წყალი დღის განმავლობაში. :მაგალითად 50მლ 1კგ.ზე)
სამიდან შვიდ წლამდე დაახლოებით 1,5-1,7ლ, 7 წლის ზემოთ კი საშუალოდ 1,7-2ლ.
აქ საუბარია სუფთა წყალზე. ჩაი, წვენი კომპოტი არ ითვლება.
შეგიძლიათ შესთავაზოთ ონკანის წყალი, გაფილტრული და გადადუღებული (არაუმეტეს 1 კვირისა) და ასევე სპეციალური საბავშვო წყალი.
უნდა ვიცოდეთ: მინიმუმ 3წლამდე ბავშვებს არ უნდა მისცეთ ტკბილი გაზირებული სასმელბი და ასევე ბურახი. მაღაზიის წვენები „უფროსებისთვის“, სამედიცინო ან სამკურნალო წყალი, ჩვეულებრივ შავ ან მწვანე ჩაის მიცემას პედიატრები გვირჩევენ 2 წლიდან.
ექიმის რჩევა: ჭამის დროს წყლის დალევა არაა რეკომენდირებული, რადგან წყალი კუჭის წვენს ერევა და ხელს უშლის საკვების ათვისებას. უნდა დალიოთ 30 წუთოთ ადრე ჭამამდე ან ჭამიდან 1 საათის შემდეგ. სტანდარტულად დღის ნორმა შეიძლება მივიღოთ კვებათა შორის, გამონაკლის შემთხვევაში, თუ წამლის დალევა გიწევთ რამოდენიმე ყლუპი არ იქნება მავნებელი - სამედიცინო მეცნიერებათა კანდიდატი, დიეტოლოგი, გასტროენტეროლოგი ქსენია სელეზნევა.
ჩვევები, რომელსაც გამოვიმუშავებთ ბავშვობაში რჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში, ამიტომ მზრუნველი მშობლები შეეცდებიან, რომ მათმა შვილმა ადრეული ასაკიდანვე სიამოვნებით დალიოს წყალი საჭირო რაოდენობით. დედების ფორუმებზე უხვასაა სასარგებლო რჩევები, თუ როგორ შევძლოთ ეს:
>>რატაომ არ სვამს წყალს პატარა? - ხშირად იმიტომ, რომ ეს სითხე უსუნო და უფეროა, ასე რომ პირველ ჯერზე საკმაოდ რთულია მიღება. უნდა მისცეთ თანდათან პატარა დოზებით კვებათა შორის დღის განმავლობაში.
>>ზოგი დედა, რომელსაც სურს ბავშვს წყალი შეაყვაროს, ამატებს ბოთლში ცოტა შაქარს ან ფრუქტოზას, რამოდენიმე წვეთ წვენს, კომპოტს ან სხვა რამეს გემოსთვის, როგორც კი ბავშვი შეეჩვევა გაზავებულ წყალს, ამცირებენ დამატებულ „გემოებს“ მინიმუმამდე.(თუმცა ეს არც ისე სასარგებლოა)
>>თუ პატარა ცოტა წყალს სვამს, შეგვიძლია შევცვალოთ ჭურჭელი. ასეთი ექსპერიმენტი ხშირად ამართლებს, რადგან ზოგ ბავშვს მოსწონს წყლის დალევა ჩვეულებრივი ჭიქიდან, ან კოვზიდან, საბავშვო ჭიქიდან, ზოგს მოსწონს სპორტული ბოთლიდან მოძრავი სახურავით ან ჩამკეტით.
>>კიდევ ერთი „ეშმაკობა“ თუ პატარა ცოტას სვამს შეგვიძლია გავაცუროთ საინტერესო საწრუპავი ჩხირებით. (მბზინავი, მკვეთრი ფერის, უცნაურად დახვეული, რომელიც ფერს იცვლის და ა.შ) ან ჭიქა ფერადი ნახატით , მაგალითად მისი საყვარელი მულტფილმიდან.
>>ბევრი მშობელი აღწევს წარმატებას ასევე თამაშის მეთოდით. თამაშში აუცილებელია „ყველამ დალიოს წყალი“. მაგალითად პატარას მოაწყობინეთ სადილი თოჯინებისთვის, სადაც მთავარი შეთავაზება ჩვეულებრივი წყლის დალევა იქნება. დაე ბავშვმა აჩვენოს თოჯინებს მაგალითი და თვითონაც დალიოს რამოდენიმე ყლუპი წყალი .
>>რჩევა გამოცდილი მშობლებისგან: დაიჭირეთ ჭიქა ან წყლიანი ბოთლი ხელში თამაშის ან მულტფილმის ყურების დროს. როცა ბავშვი რაღაცით ერთობა უფრო უადვილდება დალევა.
>>დედებმა შეამჩნიეს, რომ ზოგ ბავშვს ძალიან მოსწონს თბილი წყლის დალევა, ზოგს კი ცივის. ზოგს უჭირს წყლის დალევა გამოღვიძებისთანავე, მაგრამ ზოგი სიამოვნებით მიირთმევს ბანაობის დროსაც კი.
>>ყველა ერთხმად თანხმდება რომ საკუთარი მაგალითი ყველაზე ეფექტური საშუალებაა ჯანმრთელი და სასარგებლო ჩვევების ჩამოსაყალიბებლად.
>>თუ დედა, მამა, უფროსი ძმა ან და რეგულარულად სვამენ წყალს ბავშვის თვალწინ, ის აუცილებლად მისწვდება ჭიქას და იგივეს გაიომეორებს, რადგან პატარებს უყვართ მოიქცნენ ისე როგორც უფროსები.
>> მნიშვნელოვანია რომ წყალი იყოს ხელმისაწვდომი, იდგას ბოთლით სამზარეულოში, ბავშვის ოთახში, მთავარია ბავშვმა დაინახოს და დაუბრკოლებლად აიღოს ბოთლი, შემდეგ კი დამოუკიდებლად გახსნას და დალიოს.
>>ყინულის კუბები შიგნით გაყინული ხილის ნაჭრებით, რომელსაც ჩააგდებთ ჭიქაში, აუცილებლად დააინტერესებს ყველა ბავშვს. ნუ ინერვიულებთ, ეს არ გამოიწვევს გაციებას, პირიქით ბევრი მშობელი ამას გაკაჟების საშუალებად თვლის.
>>ხანდახან იმაში, რომ ბავშვს წყლის დალევა შევაყვაროთ, გვეხმარება პატარა რიტუალები. მაგალითად: შესვენება წყლის დასალევად სეირნობის დროს. როცა ოჯახის ყველა წევრი, მათ შორის ყველაზე უმცროსიც სვამს რამოდენიმე ყლუპს თავისი ბოთლიდან.
>>თუ ვერ მიაღწიეთ იმას, რომ ბავშვმა წყალი დალიოს, მაშინ იქნებ „ჭამა მოუნდეს?“ მაგალითად: კიტრი, ყაბაყი, კომბოსტო გრეიფრუტი, ფორთხალი საზამთრო და ა.შ 90% შედგება წყლისგან.
>>ალბათ ყველას ჰქონია შემთხვევა როცა უწევთ პატარას წყლის დალევა დააძალონ, მაგალითად დეჰიდრატაციის ნიშნების დროს. ეს შეიძლება გააკეთოთ პიპეტის ან შპრიცის დახმარებით(ნემსის გარეშე). პიპეტი ან შპრიცი მოათავსეთ ბავშვის პირის ღრუში და ფრთხილად ჩააწვეთეთ რომ გადაყლაპოს და არ გადასცდეს.
ექიმის რჩევა: აუცილებელია ბავშვს ადრეული ასაკიდანვე შევაყვაროთ წყლის დალევა. ეს ძალიან ჯანმრთელი ჩვევაა მთლი ცხოვრების მანძილზე. წყალი არის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სასმელი, არ შეიცავს კალორიებს, არ აქვს კვებითი ღირებულება და არაა მავნე. მიუხედავად იმისა, რომ სასმელ წყალში არაა ვიტამინები, ის მაინც უმთავრეს როლს თამაშობს ადამიანის ჯანმრთელობაში: ინარჩუნებს სითხის ბალანსს ორგანიზმში - ბავშვთა უროლოგ-ანდროლოგი, პროფესორი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი დიმიტრი ტარუსინი.
უნდა ვიცოდეთ: მნიშვბნელოვანია თვალი ვადევნოთ წყლის სმის რეჟიმს.თუ ბავშვი ავადაა(მაღალი ტემპერატურა, ნახველი ფაღარათი), მომატებული ფიზიკური აქტივობის დროს, ასევე ცხელ ამინდში ან როცა შენობაში მშრალი ჰაერია.
მოამზადა მარიამ სოხაძემ