მოზარდებს ზრდასრულები სჭირდებათ - თქვენ მათ სჭირდებით.
საყოველთაოდ მიღებული აზრის თანახმად, გარდატეხის ასაკში, ყველა ბავშვი მშობელს ჯოჯოხეთს უწყობს. რეალურად ეს ასე არაა.
ფსიქოლოგი გვიხსნის, როგორ ავირიდოთ თავიდან თინეიჯერების ბუნტი.
მოზარდებს არ შეუძლიათ, თავიანთი ცხოვრებით კმაყოფილნი იყვნენ, რადგან ჯერ ახალ ცვლილებებს ვერ ეგუებიან.
გარდატეხის ასაკში, ადამიანი მწიფდება. ამ ასაკში, ბავშვებს ჯერ კიდევ აქვთ ყველა ბავშვური თვისება, თუმცა თანდათან ახალი, ზრდასრული ადამიანის თვისებები ემატებათ.
მათ ძალიან სჭირდებათ გარშემო ზრდასრულების ყოფნა, რათა გაუადვილდეთ სამყაროს შეცნობა და ასევე იგრძნონ თანადგომა, რომელიც ძალიან სჭირდებათ.
ზოგჯერ მშობლები აღწერენ თავიანთ პრობლემებს ბავშვებთან და ამ ყველაფერს გარდატეხის ასაკს აბრალებენ, მაგრამ ხშირად, ის, რაც ტიპიურია მოზარდებისთვის, პრობლემას არ წარმოქმნის, თუ თან არ ერთვის მშობლებთან გაუცხოების გრძნობა, სხვებთან შედარება და ა.შ.
ჩვეულებრივ, მოზარდები ბავშვებისგან იმით გამოირჩევიან, რომ ახალი რეფლექსები უჩნდებათ, თითქოს საკუთარ თავს გვერდიდან ხედავენ. ამ დროს ხდება საკუთარი თავის შეცნობა და ემოციების ზღვას იწვევს.
შემდეგი ეტაპი ბოლის გამოშვებას და დაცლას ჰგავს.
შემდეგ ვლინდება სიცარიელე და ჩნდება პერსპექტივა, რითაც ეს სიცარიელე უნდა შეივსოს - საკუთარი თავი - „როგორი უნდა ვიყო?“
ამ დროს, თინეიჯერები ხშირად გარესამყაროს შორდებიან და საკუთარ თავში იკეტებიან.
მოზარდები საკუთარი თავის შეცნობით არიან დაკავებულნი, რაც მართლაც ძალიან საჭიროა.
ისინი პირველად აღიქვამენ საკუთარ პიროვნებას. ეჩვენებათ, რომ ყველაფერი, რაც ხდება მათთანაა დაკავშირებული, ყველა ვინც შეხედავთ, არასრულყოფილად აღქვამს მათ. ამიტომ, მოზარდები ხალხს გაურბიან, მარტო საცხოვრებლად უნდათ გადასვლა, ან სულაც სახლში იკეტებიან.
ისინი ბევრს ოცნებობენ. სხვებს ედრებიან, საკუთარ თავს აკრიტიკებენ. ამ დროს, ადგილი და დრო სჭირდებათ რომ დამშვიდდნენ.
ასევე დიდი დროა საჭირო, რომ განვითარების პროცესებს გაეცნონ.
ჩვენი ვალია, მივცეთ ბავშვებს შესაძლებლობა, საკუთარი თავი იპოვონ.
აუცილებლად მოძებნეთ მეთოდი, რომლის საშუალებითაც მათ ცხოვრებას თვალს ადევნებთ, თუმცა უხეშად არ ჩაერევით, მაგრამ იყავით მათ გვერდით, როცა ისინი საკუთარი თავის მიმართ დაუნდობლები იქნებიან.
მოამზადა მარიამ სოხაძემ