2024-12-18

პედიატრი ინგა მამუჩიშვილი, ექიმ გიორგი ახობაძის დაკავებას ეხმიანება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

შესაბამის პოსტს პედიატრი სოციალურ სქელში აქვეყნებს. 

"იცით რამდენი სიკვდილთან მებრძოლი პატარა პაციენტი გადაურჩენია??? ყველას რომ ხელები ქონდა დაშვებული იქ ჩნდებოდა გიორგი და სასწაულს ახდენდა ყოველთვის. სხვისი ცხოვრებით სუნთქვა იცით რა არის??? ერთხელ უმძიმეს, უიმედო პაციენტზე დავურეკე(ეპიგლოტიტი) ძალიან ვნერვიულობდი, საინტუბაციო მილის ჩადგმა ვერ ხერხდებოდა, ტოტალური შეშუპების გამო, დამამშვიდა, ჰაერის ერთი ბუშტუკი დავინახე და უწვრილესი მილით შევედიო. დღეს ის ბავშვი კარგად არის და რამდენი გავიხსენო ასეთი... მომაკვდავ დედას მარტო უვლიდა სახლში და დღეს ის ქალბატონი სასიკვდილოდაა განწირული მის გარეშე. უამრავი მშობელი მეკითხება გიორგის მდგომარეობას... დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს ადამიანი, რომელსაც სხვა ადამიანების გადარჩენის უძლიერესი ბერკეტი უპყრია ხელთ-ცოდნა და უდიდესი პასუხისმგებლობა... არაჩვეულებრივი ექიმი, კოლეგა და მოქალაქეა!!! თავისუფლება გიორგის, ის სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება", - წერს პედიატრი. 

შეგახსენებთ, რომ გიორგი ახობაძე, საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. 

საზოგადოება