"ჩემი ცხოვრების მთავარი პაციენტის (დედის) მოვლის უფლება არ მომეცით" - ასე მიმართა ექიმმა გიორგი ახობაძემ პროკურორს სასამართლო სხდომაზე.
"არცერთი პაციენტი არ გამიშვია სათანადო ყურადღების გარეშე, კონკრეტული ადამიანები დადიან დღეს დედამიწაზე, რომლებიც მხოლოდ იმიტომ არიან დღეს ცოცხლები, რომ მე 40 წუთში არ შევწყვიტე მათთვის სამედიცინო დახმარების გაწევა და ორი საათი ვუწევდით და ჩემი ცხოვრების მთავარ პაციენტზე არ მომეცით საშუალება მომეარა...", - აღნიშნა გიორგი ახობაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექიმი გიორგი ახობაძე, მიმდინარე აქციებზე დააკავეს. ის ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა, რომელიც შვილის დაკავებიდან, მალევა გარდაიცვალა.
სრული მიმართვა იხილეთ ვიდეოს სახით.