აქციის დაშლის დროს დაშავებული ალექსი თირქია, კომიდან გამოვიდა.
ინფორმაციას მისი ახლობლები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
"სასიხარულო ამბავი გვაქვს...ალექსიმ, გაიღვიძა და რეაგირებს ყველაფერზე... რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში, სტაბილურად მძიმე, იგივე რისკებით..თუმცა ,ვიცი რომ ყველაფერი კარგად იქნება", - წერს ეკა თირქია.
შეგახსენებთ, რომ ალექსი თირქიას, 3 დეკემბერს, გამთენიისას, სავარაუდოდ, გაზის კაფსულა მოხვდა. მას თვალი დაუზიანდა, თუმცა თვალის გადარჩენა მოხერხდა. ამ დრომდე კი ხელოვნურ კომაში იმყოფებოდა.