? 4 ოქტომბერს მსოფლიოში ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
? აბა, ისე როგორ იქნება, ამ დღეს ჩვენც არ დავახვედროთ მხიარული ორომტრიალი ზოოპარკის პატარა სტუმრებს?
? რა გასართობს შესთავაზებენ ბავშვებს ცხოველების ფორმებში გამოწყობილი ანიმატორები?
? სუუუუულ ცხოველებთან დაკავშირებულ აქტივობებს თავის ჟივილ-ხივილით, გიჟობით, ფერებით, ბუშტებითა და სიცილ-კისკისით!
? ესეც თამაშების, ვიქტორინების, შეჯიბრებისა და სანახაობების ჩამონათვალი:
? თოჯინების სპექტაკლი „სამი გოჭი“;
? საპნის ბუშტობანა;
? ძროხის მოწველობანა (ხის ძროხის, რასაკვირველია
?);
? ხის ცხენებით ჯირითი;
? გიგანტური კუბიკ-რუბიკი;
? ცხოველების ნიღბების დამზადება;
? ცხოველების ძერწვა;
? ცხოველების დაბანა (სათამაშო ცხოველების, რასაკვირველია
?);
? გამოიცანი ცხოველის ნაკვალევი;
? გამოიცანი ცხოველის გასაღები;
? „შავი ყუთი“ - გამოიცანი ცხოველი;
? გადაახტუნე ბაყაყი;
? ცხოველების ანიმაცია;
? ცხოველების ფაზლების აწყობა;
? ბრაზიანი ჩიტები;
? ბუშტების ფუგურობანა.
? მობრძანდით და მოაცქრიალეთ ბალღები
?
? ერთად აღვნიშნოთ ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე!
?