2020-02-24

"მშობელი" კიდევ ერთ ნიჭიერ დედას გაგაცნობთ, რომელიც ნახატებით საკუთარი ბავშვობის ემოციებს გადმოსცემს. 

ნინა ღარიბაშვილი ოთხი შვილის დედაა. "მშობელს" უყვება, რომ ხატვა ბავშვობიდან უყვარდა, სცადა სხვადასხვა მიმართულება, საბოლოოდ კი ფერწერისკენ გადაიხარა. 

"აკადემიური განათლება ფერწერის კუთხით არ მიმიღია.  სწავლა სხვა მიმართულებით გავაგრძელე. დაოჯახების შემდეგ დრო საერთოდ არ მქონდა, მაგრამ სურვილი ყოველთვის მქონდა რამე შემოქმედებითი მეკეთებინა. ცოტა ხნით ვიარე კერძო მასწავლებელთან, დეკორატიულ გრაფიკას ვსწავლობდი, მაგრამ ფუნჯი დავიჭირე თუ არა ხელში, მაინც ფერწერისკენ გამირბოდა გონება. ჩემს ეზოში მოვიწყვე ჩემი საოცნებო სახელოსნო და დავიწყე საკუთარი ბავშვობის მოგონებებით ხატვა. არც მიფიქრია რომ ჩემი ნახატები ასეთი მოთხოვნადი იქნებოდა, რაც ძალიან მაბედნიერებს. ახლა უკვე სხვის მოგონებებსაც ვაცოცხლებ ფუნჯით. დროის სიმცირის გამო ჯერ ბევრი ნახატები არ მაქვს, მაგრამ სამომავლოდ ვფიქრობ პერსონალური გამოფენის მოწყობას". 

სახელოსნო

წარმატების ფორმულა