2019-04-03

MAO'S LOOK-ს ფოტო.

„მშობელი“ აგრძელებს დამწყებთა მხარდაჭერას, ამჟამად კი ახალი ქართული პროდუქტის „მაოს ლუქის“ შესახებ მოგიყვებით.

მაოს ლუქი“ ბაზარზე ლოზუნგით - „ატარე ქართული“ გამოჩნდა და 31 წლის მაიკო ტრაპაიძე მომხმარებელს, საკუთარი ხედვით შექმნილ დიზაინს სთავაზობს.

„ტანსაცმლის მოდელირებისა და დიზაინის ფაკულტეტი დავამთავრე. თავიდან დამხმარედ ვმუშაობდი, თუმცა მივხვდი რომ ასე ვერ ვიზრდებოდი და გადავწყვიტე დამოუკიდებლად დამეწყო მუშაობა. მე და ჩემმა დამ, ლილოში მაღაზია ვიქირავეთ და დამოუკიდებლად დავიწყეთ კერვა. შემოსავალი რა თქმა უნდა გაიზარდა, მაგრამ ეს მაინც არ იყო ის, რაც მჭირდებოდა, თუმცა ერთი მნიშვნელოვანი საფეხურია იმ საქმის, რასაც ახლა ვიწყებთ. როცა საქმე გიყვარს, მასში საკუთარ იდეას დებ, ლილო კი ამის საშუალებას არ იძლევა. მუდმივად სხვაზე ხარ მორგებული. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი აღმოჩნდა „მაოს ლუქის“ შექმნის“, - გვიყვება მაიკო.

MAO'S LOOK-ს ფოტო.

კონკურენციის შიში აქვს, თუმცა საკუთარ თავში დარწმუნებულია.

„შიში ყოველთვის არსებობს, თუმცა ვფიქრობ, რომ შემიძლია შევქმნა რაღაც ახალი, განსხავებული და ჩემი. პრიორიტეტი პირველ რიგში, აუცილებლად ნატურალური პროდუქტის შექმნაა, მასალასაც შესაბამისს ვიყენებთ. ქალბატონებს, დახვეწილ და გემოვნებიან სამოსს ვთავაზობთ“.

MAO'S LOOK-ს ფოტო.

მაიკო, პირადი გამოცდილებით, ამბობს რომ საქართველოში დამოუკიდებელი ბიზნესის დაწყება რთულია.

„საკმაოდ რთულია, რადგან არანაირი ხელშეწყობა არ გვქონია, თუმცა ვფიქრობ, რომ აუცილებელია ყველა ქალმა მისთვის საყვარელი საქმე აკეთოს. ჰოდა, მე ეს საქმე მანიჭებს სიამოვნებას. ვეცდები ასეთივე სასიამოვნო იყოს ჩვენი სამოსის ტარება ჩვენი მომხმარებლისთვისაც“.

MAO'S LOOK-ს ფოტო.

MAO'S LOOK-ს ფოტო.

 

შემოგვიერთდით გვერდზე MAO'S LOOK

სტარტაპი