2022-11-05

ანა რობაქიძის ქართულ-ამერიკულმა ტექნოლოგიურმა სტარტაპმა, Theneo-მ მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან სტარტაპ-კონკურსში, Web Summit-ის მიერ მოწყობილ PITCH-ში გაიმარჯვა.

აღნიშნული კონფერენცია ლისაბონში გაიმართა და მას სამოცდაათი ათასი ადამიანი და არაერთი კომპანიისა და სტარტაპის წარმომადგენელი ესწრება. ამგვარად, ეს კონფერენცია უნიკალური პლატფორმაა საკუთარი პლატფორმის ფართო მასებისთვის გასაცნობად.

ცნობისთვის გეტყვით, რომ Theneo ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული პლატფორმაა, რომელიც გვაძლევს საშუალებას, მარტივად და სწრაფად შევქმნათ ხარისხიანი და ინტერაქციული API-დოკუმენტაცია. ამასთანავე, Theneo ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართული სტარტაპია, რომელიც მიმდინარე წელს მსოფლიოს საუკეთესო სტარტაპ-აქსელერატორის, YCombinator-ის პროგრამაში მოხვდა.

დღემდე, Theneo-ს $1.5 მილიონის ინვესტიცია აქვს მოზიდული - ამასთანავე, ის პირველი ქართული "უნიქორნობის", ანუ $1-მილიარდიანი შეფასების მქონე კერძო სტარტაპის სიმბოლური ტიტულის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი.

სტარტაპი