2020-05-19

„მშობელის“ დღევანდელი სტუმარი 4 შვილის დედა მაგდა კუხალაშვილია. მან 5 წელია ოჯახი შექმნა და უკვე 4 შვილის დედაა. თუ ვინმე ადევნებს თვალს მის პირად გვერდს სოციალურ ქსელში, აუცილებლად მოგხვდებათ თვალში, მუდმივად მოწესრიგებული და მრავალმხივ აქტიური მრავალშვილიანი დედა.

როგორ ანაწილებს დროს, იყო თუ არა რთული ოთხი მიყოლებული ორსულობა და რას ურჩევს სხვებს, მაგდა თავად მოგვიყვება.

- დავიბადე ქუთაისში, გავიზარდე თბილისში. დავამთავრე სკოლა და უნივერსიტეტი, სწავლის პარალელურად ვმუშაობდი, ერთ წლიანი ურთიერთობის შემდეგ კი, 24 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. ყოველთვის მინდოდა 4 შვილი მყოლოდა და გულის სიღრმის ოცნება, ძალიან მალე გადაიქცა რეალობად. ასე მიყოლებით დაგეგმილი არ ყოფილა, მაგრამ რადგან მოხდა, ახლა ძალიან ბედნიერი ვარ. მყავს დიდი და ბედნიერი ოჯახი. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როცა 4 შვილი გყავს, ძალიან დიდი შრომა სჭირდება, მუდმივი ყურადღება, მითუმეტეს როცა მთელი დღე ძირითადად მარტო ხარ და მხოლოდ დედას უწევს ყველაფრის გაკეთება. ჩემი მეუღლე როცა სახლშია, აბსოლიტურად ყველაფერში მეხმარება. მას ზუსტად ისე შეუძლია მიხედოს ბავშვებს, როგორც მე, მაგრამ მისი სამსახურებიდან გამომდინარე, ხშირად უწევს ქალაქიდან გასვლა.

რაც შეეხება ორსულობებს მითუმეტეს, როცა მიყოლებულია, რა თქმა უნდა რთულია, როგორც ფიზიკურად, ისე სულიერად და მორალურად. მატერიალურს არ ვეხები, რადგან ვერ ვიტყვი რომ ამ მხრივ რამე დაგვიკლია ბავშვებისთვის. კი, ბედნიერებაა, როცა ბევრი შვილი გყავს, მაგრამ ეს ძალიან შრომატევადია.

ყველა განსხვავებულია, სხვადასხვა მოთხოვნილებები აქვთ. გიწევს შენში იპოვო ძალა და ყველას ის გაუკეთო, რაც უნდათ. მაგალითად, კვება, ერთს ერთი უნდა, მეორეს მეორე, მესამეს იმ დროს უწევს ბანაობა ან გამოცვლა და ა.შ. ვფიქრობ, ვართმევ თავს ვიყო ისეთი დედა, როგორსაც საჭიროება და ვალდებულება მოითხოვს და არ ვაკლებ არანაირ პასუხისმგებლობას, შრომას, მოვლას და ა.შ 

პირადად მე, მაქვს უამრავი ჰობი: ქსოვა, საბავშვო ჩარჩოების, სუვენირების და დეკორატიული ნივთების დამზადება. ასევე მიყვარს ცხობა და ხშირად ვაკეთებ სხვადასხვა ტკბილეულს, ხანდახან კერძებს ჩემით ვიგონებ-ხოლმე.

- რამდენად გყოფნით დრო ჰობისთვის და თავის მოვლისთვის?

- საკმაოდ. მე არ მესმის იმ ქალების, რომლებსაც თავის მოვლისთვის დრო არ რჩებათ. ვცდილობ დრო გადავანაწილო და მგონი გამომდის კიდეც. როცა საჭიროა მეგობრებთან ერთადაც ვახერხებ დასვენებას, თუნდაც ეს 30 წუთს მოიცავდეს. მერე რა რომ თუნდაც ღამის 2სთ-ზე შევსულვარ აბაზანაში მოსაწესრიგებლად, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მიყვარს თავის მოვლა. ხშირად მაქვს მაკიაჟი, მაღაზიაშიც კი არ ჩავდივარ მოუწესრიგებელი.

- შეგიძლიათ გაგვიმხილო დროის მენეჯმენტის საიდუმლო, როგორ ანაწილებთ, რაიმე თქვენი მეთოდი გაქვთ?

- დილით ვიღვიძებთ 9სთ-ზე, ყველა ვსაუზმობთ, შემდეგ ბავშვები თამაშობენ თავიან ოთახში. ამ დროს ვცდილობ მივალაგო, მოვასწრო სადილი, შემდეგ მოდის ძილის დროც. ყველა ერთად იძინებს შუადღეზე, დაახლოებით 2 სთ-ზე. ამ დროს შემიძლია დარჩენილი საქმე გავაკეთო და ისეც ხდება-ხოლმე, მეც ვახერხებ გამოძიებას. დაახლოებით 2 საათი სძინავთ. ამ ძილის დროს უნდა დავალაგო, ბავშვებს რამე გამოვუცხო, სათამაშოები მივალაგო, რომლებიც ყველა ოთახშია მიმოფანტული, ზოგჯერ სარეცხი გავფინო და ა.შ. თან ჩემი შვილები დღეში ასჯერ იცვლიან. მე თვითონაც არ მიყვარს მოუწესრიგებელნი რომ არიან ან მოთხუპნულები. მთლიანობაში, ძალიან დიდი ნებისყოფა, სიძლიერე და შრომა სჭირდებათ.

თან ჩემი შვილები დღეში ასჯერ იცვლიან მე თვითონაც არ მიყვარს მოუწესრიგებელი რომ არიიან ან მოთხუპნულები ერთი სიტყვით ძალიან დიდი ნებისყოფა, სიძლიერე და შრომა სჭირდება.

- რას ურჩევთ სხვებს და და ფიქრობთ თუ არა სამსახურში გასვლას?

- კი. აუცილებლად ვაპირებ სამსახურში გასვლას. სხვებს კი ვურჩევ დროის სათანადოდ გადანაწილებას, საკუთარი თავის დაფასებას. გამოთქმა - „დრო არ მაქვს“ - საკუთარი თავისთვის მძაგს.  დრო ყველას აქვს, უბრალოდ უნდა ვისწავლოთ გადანაწილება, ყველაფერს ერთად თუ ვერ ახერხებ, გააკეთე ცოტა მოგვიანებით. იყავით ფორმაში და გიყვარდეთ ის რაც გაქვთ.

დედებისთვის