2023-11-28

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტიპენდიატთა რაოდენობა და სახელმწიფო სტიპენდიის ოდენობა გაორმაგდება.

ამის შესახებ განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა განაცხადა. 

"განახლებული პროგრამის ფარგლებში სასწავლო წლის 10 თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმატებული სტუდენტები ყოველთვიურად 150 ლარის ნაცვლად მიიღებენ 300-ლარიან სტიპენდიას. რაც შეეხება სტუდენტთა რაოდენობას, თუ აქამდე სტიპენდია გაიცემოდა საშუალოდ 2 500 სტუდენტზე, 2023-2024 სასწავლო წლიდან გაორმაგებულ სტიპენდიას 5 000 წარმატებული სტუდენტი მიიღებს‘‘, - აღნიშნა მინისტრმა.

განათლება