2024-02-29

საბაკალავრო პროგრამების ნაწილი სამწლიანი ხდება.

შესაბამისი ბრძანება 29 თებერვალს საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა.

ცვლილება, მხოლოდ ბრძანებაში დასახელებულ ფაკულტეტებს შეეხება და ესენია: ხელოვნების, ბიზნესისა და ადმინისტრირების სასწავლო პროგრამები.

როგორც "მშობელს" განათლების სამინისტროში განუცხადეს, ცვლილების განხორციელება უკვე უნივერსიტეტების სურვილზეა დამოკიდებული.

რაც შეეხება მაგისტრატურას, სამინისტროში აცხადებენ, რომ აღნიშნულ საკითხს ჯერ არანაირი ცვლილება არ შეხებია და ისევ ორწლიანი რჩება.

 

განათლება