2019-01-29

„მშობელი“ 1 წლის გახდა. ამ ხნის მანძილზე საიტზე რამდენიმე საინტერესო ადამიანის შემოქმედებით უნარზე დაიწერა. დავინტერესდით, რა როლი ითამაშა ჩვენი რესპოდენტების ცხოვრებაში, მათზე დაწერილმა მასალებმა და რამდენად სწორად მუშაობს საიტის შექმნის ერთ-ერთი მთავარი იდეა.

ერთ-ერთი რესპოდენტი, საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ქალბატონი, ნინო თედიაშვილია, რომელიც 20 წელია ემიგრაციაში ცხოვრობს, თავისუფალ დროს კი ქარგვით იყო დაკავებული. როგორც გვიყვება, „მშობელზე“ გასულმა მასალამ, მის ცხოვრებაში გაკრვეული ცვლილებები შეიტანა, საგრძნობლად გაიზარდა მისი ნამუშევრების რიცხვი და გაჩნდა ახალი სტილის, პლასმასის ბოთლებისგან შექმნილი ყვავილები, დაიწყო უფრო აქტიურად ხატვა და ხატების წერაც კი. სხვა დანარჩენზე  ნინო თავად გვიამბობს.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

მინდა რომ დიდხანს იყოთ, მინდა რომ ბევრი ადამიანი გაახაროთ ჩემსავით. მე მჯერა თქვენი და სულ მიკვირს, ეს სიფრიფანა გოგო - ირინე არდაშელია, როგორ ახერხებს ასე ლამაზად შეუთავსოს ერთმანეთს ოჯახი და საყვარელი საქმე - ჟურნალისტიკა

„გასული წლის მარტში, ჩემს ნამუშევრებთან დაკავშირებით პირველი ინტერვიუ დაიწერა „მშობელზე“,  შედეგმა კი მოლოდინს გადააჭარბა. ნამდვილად არ ველოდი ხალხის ასეთ გამოხმაურებას… სულ რამდენიმე დღეში 10 000-ზე მეტი ნახვა, უამრავი კომენტარი და გაზიარება ქონდა. ემოციების გადმოცემა მიჭირს, რაც მაშინ განვიცადე, სრულიად უცხო ადამიანები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ. მწერდნენ პირადში, მლოცავდნენ და წარმატებებს მისურვებდნენ. ქარგვა მხოლოდ  ჰობი იყო მანამდე ჩემთვის, შემდეგ კი დიდი პასუხისმგებლობა დამეკისრა სერიოზულად შემეხედა ჩემი საქმიანობისთვის. ადამიანებმა შემიყვარეს ჩემი ნაქარგებით, ელოდებოდნენ სიახლეებს... ამან დიდი სტიმული მომცა, ადრე თუ  იშვიათად ვქარგავდი, მერე უკვე მაქსიმალურ დროს ვუთმობდი. სწორედ ამ მოკლე დროში შეიქმნა ჩემი „შედევრები“: ცხენი, თაგუნია, დათუნია, პინგვინი, ლომი, ბაჭია, გოჭები და სხვა...

Nino Tediashvili-ს ფოტო.

ფოტო გამოფენიდან

როგორც უკვე იცით, მეუღლესთან და 5 შვილთან ერთად, 8 წელია საფრანგეთში ვცხოვრობ. საბუთების მხრივ არაფერი შეცვლილა, ერთი წელია „რეგულარიზაციის“ პასუხს ველოდებით. აღარ ვდარდობ... არასდროს ვყოფილვარ ასე იმედიანად, როგორც ეხლა ვარ. ჩემი ნამუშევრებით ფრანგებიც დაინტერესდნენ. ორ ადგილას მაქვს ამ მომენტში გამოფენა.  ბროტანიის ბიბლიოთეკების ქსელის პასუხისმგებელი პირი დამიკავშირდა, რომელმაც რამდენიმე პროექტი შემომთავაზა და დახმარებასაც  დამპირდა საბუთების მხრივ.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქცია ყვავილებს, რომელსაც პლასმასის ბოთლებით ვაკეთებ და მთხოვა რომ  ფრანგებსაც ვასწავლო.    

ბედნიერი ვარ ამდენი ხალხის სიყვარულს რომ ვგრძნობ, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია, მთავარია მათი იმედები გავამართლო, უფრო მეტი სილამაზე შევქმნა და ცხოვრება გავაფერადო“, - გვიყვება ნინო.

ძველი მასალა იხილეთ ლინკზე

Nino Tediashvili-ს ფოტო.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

Nino Tediashvili-ს ფოტო.

წარმატების ფორმულა