
175-ე სკოლის მერვე კლასის მოსწავლე, რომელსაც, რამდენიმე დღის წინ, თანატოლები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, დავით ბერიშვილია.
“მშობელი” დავითის დედას, ქეთი გუგეშაშვილს ესაუბრა, რომელიც ფაქტს შეესწრო.
"დავითი წარჩინებული მოსწავლე და კარგი შვილია. როცა ეს ფაქტი მოხდა, მეც იქ ვიყავი, თუმცა ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რეაგირება ვერ მოვასწარი, გარდა იმისა, რომ შვილი კლინიკაში გადავიყვანე. სხვა დეტალებს, გამოძიება დაადგენს. უკვე გამოეწერა კლინიკიდან და სკოლაშიც დაბრუნდა. რაც შეეხება მის მიღწევებს, სიამოვნებით მოგიყვებით".
როგორც აღმოჩნდა, დავითი, უკვე ორი წელია, ზედიზედ, მსოფლიო ჭადრაკ-კრივის მესამე ადგილს იკავებს.
“პირველად ერევანში გამართულ მსოფლიო შეჯიბრებაზე იასპარეზა წარმატებით, შემდეგ კი სერბეთში ქალაქ ლოზნიცაში. ის დაკავებულია ჭადრაკით და ვარჯიშობს ხრიდოლზე. სწორედ ამ მონაცემების წყალობით გახდა - მსოფლიო პრიზიორი. დავითი აქტიურად იღებს მონაწილეობას ჭადრაკის ჩემპიონატებში, არის როგორც რეგიონალური ტურნირების გამარჯვებული, ასევე საჭადრაკო რეიტინგ კატეგორიების, მაგალითად, საახალწლოდ, საბერძნეთის ქალაქ სალონიკიდან მან ბრინჯაოს მედალი წამოიღო. შემდეგ ეგვიპტის ქალაქ ჰურგადაში გახდა 1800 რეიტინგ კატეგორიაში გამარჯვებული. ამჟამად არ აკლდება ჭადრაკის ტურნირებს და ამავდროულად ემზადება ჩესბოქსინგის მომდევნო მსოფლიო პირველობისთვის”, - გვიყვება დავითის დედა.
კითხვაზე, ჰყავს თუ არა მოზარდს სპონსორი, რომელიც მის ხარჯებს უზრუნველჰყოფს საზღვარგარეთ გასვლებზე, როგორც ქეთი აღნიშნავს, ამ ეტაპზე ამას თავად ახერხებს, თუმცა სპონსორი აუცილებლად სჭირდება.
“მინდა ყველაფერი შევძლო ჩემი შვილების წარმატებისთვის. დღემდე მოვედით, თუმცა ფინანსური ხარჯების უზრუნველჰყოფა, არ ყოფილა მარტივი. სპონსორი აუცილებლად გვჭირდება, რათა თამამად შევძლოთ წარმატებული გზის გაგრძელება”. აღსანიშნავია, რომ დავით ჰყავს უმცროსი ძმა, ალექსანდრე, რომელიც ასევე წარმატებულია საჭადრაკო სფეროში.
“ალექსანდრე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონია ჭადრაკ კრივში. საქართველოს ჩემპიონია რამდენიმე გზის ჭადრაკში, ის სტაბილურად ინარჩუნებს ჩემპიონის ტიტულს რეგიონებში პირველობაზე, საერთაშორისო პირველობებზე და ასევე საზღვარგარეთ ეგვიპტესა თუ საბერძნეთში, ჩემპიონის ტიტულით გვევლინება. ამ ეტაპზე ძმებს აქვთ 42 თასი და ორასამდე მედალი”
“მშობელი” წარმატებებს უსურებს ძმებს.