ქალები სტერეოტიპების მსხვრევას აგრძელებენ, დღეს კი „მშობელი“ კიდევ ერთ ახალგაზრდას, 31 წლის თათა ფოჩხუას გაგაცნობთ.
თათა პროფესიით სტომატოლოგია და საკუთარი პროფესიით მუშაობს, თუმცა მისი ჰობი, მას განსაკუთრებულად საინტერესოს ხდის. თათა ავტომოყვარული მრბოლელია და ამ მიმართულებით აქტიურადაა ჩართული.
როგორც თათა „მშობელს“ უყვება, მისი მანქანებისადმი დამოკიდებულება ბავშვობიდან, მამის გავლენით დაიწყო.
„ჯერ კიდევ პედლებს ვერ ვწვდებოდი, მამა კალთაში ჩამისვამდა და მატარებინებდა. 13 წლის ვიყავი უკვე საკუთარი ავტომობილი მიყიდა. პატარა ვიყავი და მხოლოდ სახლთან ვკატაობდი- ხოლმე. აქედან მოყოლებული დავიწყე მანქანებთან გატესტვა, ჩემით ვსწავლიბდი რა დროს რა უნდა გამეკეთებინა. ძალიან მომწონდა ეს პროცესი, ვისი უფრო ჩქარი იყო. მერე ნელ-ნელა დრიფტის სწავლაც დავიწყე, თუმცა პატარა ძრავზე მყავდა და დიდად არ გამომდიოდა. 18 წლისამ უკვე ყველაზე ჩქარი BMW ვიყიდე, რითაც შეჯიბრებებზე გამოსვლა დავიწყე. გამიცნო ძალიან ბევრმა ადამიანმა, ზოგი სპეციალურად მოდიოდა ჩემს სანახავად შეკრების ადგილებზე. ყველას და ყველაფერს ვასწრებდი, ამაზე ბიჭები გიჟდებოდნენ, გოგო როგორ გვასწრებსო ? მოკლედ ყველაფერი იდეალურად მიდიოდა ჩემს ცხოვრებაში, მამა ხელოსანი იყო, სულ გვერდში მედგა, ერთად ვაკეთებდით-ხოლმე მანქანას და უფრო და უფრო ვაძლიერებდით, ვიყავი ძალიან ამაყი“, - ამბობს თათა.
ფერადი გოგონას ბედნიერი წლები, მამის გარდაცვალებამ შეცვალა და როგორც თვითონ გვიყვება, საძირკველი გამოაცალა.
„რაღაც დროის მერე მამა გარდაიცვალა, საძირკველი გამომეცალა. დავკარგე უკარგესი მამა და უკარგესი მეგობარი. ფინანსური პრობლენების გამო, მანქანის გაყიდვა მომიწია. მაშინ ჯერ კიდევ რეზიდენტი ვიყავი და ვსწავლობდი. დავიწყე მუშაობა, თან სწავლა, მერე მეორე სამსახურიც დავიმატე, 3 წლის განმავლოვაში არცერთი დღე არ მქონია დასვენება, მხოლოდ ახალ წელს და აღდგომას ვისვენებდი. იმდენს მივაღწიე ვიყიდე მანქანა, კაბრიოლეტი იყო. შევღებე ვარდისფრად, ვგიჟდები ვარდისფერფერზე. დრიფტისთვის იდეალური მანქანა იყო“.
მიუხეედავად სტერეოტიპებისა, თათა გვიყვება, რომ საზოგადოებამ ის ძალიან კარგად მიიღო და ხალხისგან სითბოს და სიყვარულს იღებდა, თუმცა პარალელურად, იყვნენ კაცები, რომლებიც დრიფტიორ გოგოს ვერ ეგუებოდნენ.
„წლების განმავლობაში, კვირა დღეს, ჯინოსთან ვიკრიბებოდით-ხოლმე. სულ ბიჭები და მარტო მე ვიყავი გოგო. იმდენ სითბოს და სიყვარულს ვიღებდი ხალხისგან, თან ძალიან უკვირდათ გოგო ასე დრიფტაობსო. ძალიან მიხაროდა და უფრო მეტ მოტივაციას მაძლევდა ეს ყველაფერი. ყველაზე მეტად გოგოების კომპლიმენტები მომწონდა, ბავშვები მეუბნებოდნენ, რომ გავიზრდები შენნაირი გვინდა გამოვიდეთო. მაშინ ვფიქრობდი, აი, რისთვის ღირს ცხოვრება-თქო“. საზოგადოებამ ძალიან კარგად მიმიღო, 99% უხარია ჩემი დანახვა და გვერდში მიდგას, თუმცა არის ხალხი, ძირითადად ბიჭები, რომლებიც ცოტა არასწორ კომენტარებს აკეთებენ- ხოლმე. ყველას თავის შეხედულება აქვს, ყველას ვერ მოეწონები“.
თათას მთავარი გეგმა და მოტივაცია, ამ ეტაპზე დრიფტის ჩემპიონატ - King of drift-ში მონაწილეობაა, სადაც ის ერთადერთი გოგონა იქნება და მსგავს ჩემპიონატშიც პირველი ქალი, რისთვისაც სპონსორს აქტიურად ეძებს.
„მყავს BMW e30, ესეც რა თქმა უნდა ვარდისფერია, ვაწყობ შეჯიბრისთვის, ძალიან მინდა მონაწილეობა მივიღო. ვფიქრობ, იმ ეტაპზე ვარ, რომ ყველაფერი გამოვიარე და უკვე მზად ვარ ოფიციალურ შეჯიბრებზე მივიღო მონაწილეობა. 20-21 აპრილს იწყება დრიფტის ჩემპიონატი სახელწოდებით King of drift, რომელსაც ბატონი მევლუდ მელაძე ატარებს ვისოლის სპონსორობით. შეჯიბრი 5 ეტაპისგან შედგება. მონაწილეობენ, როგორც პროფესიონალი მრბოლელები, ასევე მოყვარულები. მე მოყვარული ვარ, იმედი მაქვს მივალ იმ ეტაპამდეც, ავიღევ ლიცენზიას და გადავალ პროფესიონალებში. მხოლოდ თანხა მაბრკოლებს, ბაზა მაქვს, ვიცი, თუმცა ვარჯიში პროფესიონალებსაც ჭირდება, მთავარი არის ვარჯიში და გამოცდილება“.
თათა სახალისო ისტორიასაც იხსენებს და ქალებს ურჩევს, არასდროს დანებდნენ არცერთ ბრძოლაში.
„ცხოვრებამ რა სიმწარეეებიც, რა სირთულეებიც არ უნდა დაგვახვედროს და გამოგვატაროს, არ დანებდეთ არასდროს! პირიქით, უფრი მეტად უნდა გაძლიერდეთ. ისტორიები უამრავი მაქვს, არც ვიცი ნეგატიურში გადის თუ პოზიტიურში, ყოველთვის ყველა შეღავათს მიწევდა, რადგან გოგო ვიყავი. ჯარიმებზეც უფრო ნაკლები მეწერებოდა-ხოლმე. მაშინ დრიფტზე 200 ლარი იყო ჯარიმა, მე კი 50-იანებს მიწერდნენ. ერთხელაც ჭკუაზე არ ვარ, ვსრიალებ, ვსრიალებ და მოვიდა პატრული - საბუთებიო. ავხედე, ძალიან ნაზი ხმით ვუთხარი - ვაიმე 50-იანი-თქო? და უცებ მესმის: მოოოომეცი 200 -იანიო და წამართვა საბუთები, დამიწერა 200 იანი და გამომიშვა“.