2020-02-10

მწერალთა სახლი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროსთან ერთად, ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ კონკურსს აცხადებს.

კონკურსზე 6 ნომინაცია იქნება წარდგენიი:
 წლის საუკეთესო პროზაული კრებული
 წლის საუკეთესო რომანი
 წლის საუკეთესო პოეტური კრებული
 წლის საუკეთესო დოკუმენტური პროზა
 წლის საუკეთესო წიგნის დიზაინი
 წლის საუკეთესო დებიუტი

თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი პრემია 5000 ლარი და პრიზი „ლიტერა“. ლიტერატურული პრემიის საკონკურსოდ განიხილება 2019 წელს ქართულ ენაზე წიგნად გამოცემული ორიგინალური ლიტერატურული ნაწარმოები; პრემიაზე წარდგენილი წიგნი უნდა იყოს წიგნის პირველი გამოცემა; წიგნის კონკურსზე წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ გამომცემლის მიერ; თითოეულ ნომინაციაში საკონკურსოდ წარმოდგენილი წიგნების რაოდენობა შეზღუდული არაა; კონკურსის შედეგებს აფასებს მწერალთა სახლის მიერ შერჩეული კონფიდენციალური ჟიური, რომელიც 5 წევრისგან შედგება; გამარჯვებულის გამოვლენა მოხდება ფარული კენჭისყრით. ჟიური იტოვებს უფლებას გამონაკლისის სახით ერთჯერადად დაუშვას პრემიის გაყოფა ერთ ან ორ ნომინაციაში. ამ შემთხვევაში საპრიზო თანხაც გაიყოფა ორად.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2020 წლის 6 მარტი. კონკურსანტების მოკლე ნუსხას ჟიური მაისის ბოლოს წარადგენს. გამარჯვებულების გამოვლენა მოხდება 8-იდან 11 ივნისამდე.

პრემია „ლიტერა“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დაარსეს და მას შემდეგ ყოველწლიურად გაიცემა. 2016-2019 წლებში ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ გამარჯვებულები იყვნენ: ბესიკ ხარანაული, ვახტანგ ჯავახაძე, ნაირა გელაშვილი, ზვიად რატიანი, ნანა ექვთიმიშვილი, არჩილ ქიქოძე, როსტომ ჩხეიძე, ზურაბ ქარუმიძე, გიორგი შონია, სოსომეშველიანი, ლელა სამნიაშვილი, ბექა ქურხული, გიორგი შონია, ნატალია ავალიანი, მაქსიმე მაჩაიძე და სხვები.

ლიტერატურა