2020-07-21

თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანებამ კიდევ ერთი მუზეუმის რეაბილიტაცია დაასრულა და ამჯერად დამთვალიერებლებს გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ელოდება - განახლებული ექსპოზიციით.

მუზეუმში სრულად არის დაცული, როგორც ბინა-მუზეუმის მემორიალური თავისებურება, ისე სამუზეუმო საჭიროებები - მუზეუმის საგამოფენო სივრცეები თანამედროვე მუზეოგრაფიის შესაბამისადაა მომზადებული, ინსტალაციები კი, რომლებიც მუზეუმში დაგხვდებათ, გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და ბიოგრაფიას ქრონოლოგიურად ჰყვება.

გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები 2019 წლის აპრილში დაიწყო, 2020 წლის 22 ივლისიდან კი – მუზეუმი დამთვალიერებლებს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსა და „იკომის“ უსაფრთხოების რეკომენდაციების დაცვით მიიღებს.

ლიტერატურა