2024-12-11

"რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ათიათასობით ადამიანის დახოცვის და დევნის ამბავი, 2025 წელს, ესპანეთის და ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის მკითხველისთვის იქნება ცხადი", - ამის შესახებ ინფორმაციას, წიგნის ავტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.  

"დღეს ხელი მოეწერა შეთანხმებას და მსოფლიოს უდიდესი ესპანური მედია-ჰოლდინგის - Grupo Planeta - ს ავტორი გავხდი. #GrupoPlaneta #დედაილია - ს გამოსცემს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის, ათიათასობით ადამიანის დახოცვის და დევნის ამბავი, 2025 წელს, ესპანეთის და ლათინური ამერიკის ყველა ქვეყნის მკითხველისთვის იქნება ცხადი", - წერს კეკელიძე.

წიგნი საქართველოში SMH Sports გამოსცა და ქვეყნის # 1 ბესტსელერია. 

ის, მსოფლიო ჩემპიონის, ილია თოფურიას ოჯახზე და იმ გზაზეა, რაც ჩემპიონმა ომიდან ჩემპიონობამდე გაიარა. 

ლიტერატურა