„მშობელის“ ერთ-ერთი მომხმარებელი თამო მერლანი, გავრცელებულ ვირუსებთან დაკავშირებით, ბავშვებისთვის ჯანსაღი და სასარგებლო კერძის რეცეპტს გვთავაზობს.
გაიძლიერეთ იმუნიტეტი - საშინელი ვირუსებია. იკვებეთ ჯანსაღად და ისეირნეთ ფეხით ..
ვიტამინებით სავსე სუპის რეცეპტს გთავაზობთ:
დაჭერით წვრილად ხახვი
გახეხეთ სტაფილო
კარტოფილი
ნიორი
ეს ყველაფერი მოთუშეთ ოდნავ ცხიმში (მე სიმინდის ზეთი გამოვიყენე)
ოდნავ რომ მოითუშება დაუმატეთ წყალი. როცა კარგად ადუღდება დაუმატეთ ყვავილოვანი კომბოსტო, 5 წუთის შემდეგ დაამატეთ ბროკოლი. ქინძი, მწვანე ხახვი, კამა წვრილად დაჭრილი. მარილი გემოვნებით..
მიირთვით სახლში მომზადებულუ კომპოტები:
ვაშლი და კომში მოვხარშე და ადუღების შემდეგ ჩავაგდე 1 ცალი პატარა ლიმონი . მე შაქარს არ ვუკეთებ და თქვენ თუ გნებავთ სულ ცოტა დაუმატეთ..
გისურვებთ ჯანმრთელობას!