2020-03-10

მედეა ზაბახიძე 25 წლის დედაა და საკუთარ გამოცდილებას მშობლებს ბლოგის სახით უზიარებს. 

"მშობელი" გთავაზობთ, რამდენიმე ფოტოს მისი ბლოგიდან, სადაც საინტერესოდ მორთულ პროდუქტებს ხედავთ. 

"მყავს წლის და ექვსი თვის დანიელი. ბუნებრივ კვებას წლის და ოთხი თვის ასაკში დაანება თავი და შესაბამისად, უკვე გაჩნდა აუცილებლობა, რომ ყველა მისთვის საჭირო და სასარგებლო პროდუქტი მიმეწოდებინა. მინდოდა, მისთვის განსხვავებული, ფერადი, სასახილო და ლამაზი სახით მიმეწოდებინა ის საკვები, რაც სასარგებლო და აუცილებელია ბავშვის ზრდა-განვითარებისათვის. თუ სასარგებლოდ ვმართავთ ბავშვის ემოციებს, ბავშვი "უჭმელი" აღარ იქნება. გამოთქმას "თვალი ჭამს" ყველაზე მეტად ბავშვების დამოკიდებულება საკვების მიმართ ამართლებს. ბავშვისთვის ვაკეთებდი და როცა უკვე ჩემ გამომწერებს გავუზიარე ეს მეთოდი, საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოყვა და დღეს უკვე სისტემატიური სახე აქვს. რაზეც ვწერ-ხოლმე თემის, შესაბამის გაფორმებას ვაკეთებ", - განუცხადა "მშობელს" მედეა ზაბახიძემ.