2025-10-02

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ადმინისტრაციული ორგანოებში დასაქმებულთათვის 3 ოქტომბერი უქმე დღედ გამოცხადდა.

შესაბამის დადგენილებას, ხელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.

დასვენება შეეხებათ როგორც საჯარო სკოლებს, ასევე სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძო სკოლები და უმაღლესები კი დასვენების შესახებ გადაწყვეტილებას თავად იღებენ.

დადგენილება არ ვრცელდება საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირების წინაშე შესასრულებელ ფინანსურ ვალდებულებებზე.

შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართება.

საზოგადოება