2022-10-05

"ჩემი სკოლის წლები საბჭოთა პერიოდს დაემთხვა. საგანმანათლებლო პოლიტიკა იმ დროს, არ იყო მოსწავლეზე ორიენტირებული. თანაც, მე არ ვიყავი სოციალური პრესტიჟის მქონე ოჯახიდან და ხშირად ვგრძნობდი, რომ მასწავლებლები ჩემ მიმართ არც ისე დიდ ყურადღებას იჩენდნენ. ეს კი პროტესტს მიჩენდა. გადაწყვეტილება, რომ პედაგოგი გავმხდარიყავი იყო - საბჭოთა საგანმანათლებლო პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ამბოხი. მინდოდა, დავპირისპირებოდი იმდროინდელ სტერეოტიპებს. პედაგოგი უნდა იცნობდეს თითოეულ მოსწავლეს, მათ ინდივიდუალურ საჭიროებებს, ინტერესებს. მისი მიზანი უნდა იყოს დაეხმაროს მოზარდს ნიჭისა თუ ინდივიდუალობის გამომჟღავნებაში."

🎓 გაიცანი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ნანა მგალობლიშვილი.

🏆 მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2022-ის გამარჯვებული 5 ოქტომბერს გამოვლინდება.

ლიბერთი აგრძელებს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას და წელს, 'მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს' ოქროს სპონსორია.

განათლება