2025-09-15

ჟინი განათლების გზაზე არ გაჩერებაა — ის არის ძალა, რომელიც გეხმარება მაქსიმალურად გამოავლინო პოტენციალი და აღმოაჩინო განათლების შესაძლებლობები.

მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის, ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის და მასწავლებლებისთვის საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

სწორედ ამიტომ, 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს, რითაც 500 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას.

ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე www.ganatleba.bog.ge

განათლების შესაძლებლობები მოსწავლეებისთვის:

საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლა - ახალგაზრდებში მომავლის პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, საქართველოს ბანკი, კომაროვთან ერთად, STEM სკოლის პროექტს ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც VII-XI კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას:

· გაიარონ 1-წლიანი სასწავლო კურსი ონლაინ;

· დაეუფლონ მომავლის პროფესიებს;

· მიიღონ სერტიფიცირებული, აკადემიური ცოდნა STEM მიმართულებით.

კურსი ონლაინ ტარდება, რაც საქართველოს მასშტაბით მცხოვრებ მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, გაკვეთილებს ნებისმიერი წერტილიდან დაესწრონ.

ამასთან, საქართველოს ბანკი ყოველწლიურად საუკეთესო შედეგების მქონე 60 მოსწავლეს 100%-ით, ხოლო 30-ს 50%-ით უფინანსებს სწავლას.

სასკოლო ოლიმპიადები

ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შესაქმნელად, საქართველოს ბანკი არაერთ სასკოლო ოლიმპიადას ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა:

STEM ოლიმპიადა - ეს კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით შექმნილი პროექტია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები თეორიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრაზე მუშაობენ. საპრიზო ადგილზე გასულ სკოლის გუნდს საქართველოს ბანკისგან ფულადი პრიზი 10 000 ლარი გადაეცემა.

ევერესტი - I-VI კლასის მოსწავლეებისთვის გამართული ყველაზე მასშტაბური მათემატიკური ოლიმპიადაა, რომელიც სეზონურად ტარდება და მასში მონაწილეობას 17 000-ზე მეტი მოსწავლე იღებს. ევერესტის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. ოლიმპიადის ფარგლებში, ოქროს ტურის 2 გამარჯვებული მოსწავლე საქართველოს ბანკისგან 5000 ლარის ოდენობის სტიპენდიას იღებს.

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები

მოსწავლეებისთვის შემეცნებისა და განათლების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობის შესაქმნელად, საქართველოს ბანკმა ინოვაციური ბიბლიოთეკები - იდეათეკები საქართველოს 11 რეგიონის 25 სკოლაში გახსნა. ყოველი იდეათეკა აღჭურვილია მრავალფეროვანი, 2000-მდე წიგნისგან შემდგარი ბიბლიოთეკით, განათლების მისაღებად საჭირო თანამედროვე ინსტრუმენტებით - კომპიუტერებითა და პროექტორებით, STEM კუთხით. საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკების რაოდენობა კიდევ გაიზრდება და უსაზღვრო აღმოჩენების სივრცეზე უფრო მეტ ახალგაზრდას მისცემს წვდომას.

შესაძლებლობები სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის:

საქართველოს ბანკის სტიპენდია და გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია - პროექტი შესაძლებლობას აძლევს მიზანდასახულ და მოტივირებულ სტუდენტებს, მიიღონ სწავლის ერთწლიანი, 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკი 350-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია www.stipendia.bog.ge სწავლა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში - CHEVENING-ის, Fulbright-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, საქართველოს ბანკი ახალგაზრდა პროფესიონალებს შესაძლებლობას აძლევს, სრული დაფინანსებით ისწავლონ წამყვან უნივერსიტეტებში, სამაგისტრო საფეხურზე.

ინიციატივის ფარგლებში, უკვე გამოვლინდა საქართველოს ბანკის 50-ზე მეტი სტიპენდიატი, რომლებიც სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში გაემგზავრნენ.

განათლების შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს www.stipendia.bog.ge

საქართველოს ბანკის მიერ ახალგაზრდების მხარდასაჭერად შექმნილი ინიციატივების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.ganatleba.bog.ge-ზე.

ბიზნესი