2025-09-11

მოსწავლეების საყვარელ საბანკო აპლიკაცია sCoolApp-ში საჩუქრების კამპანია 15 სექტემბრამდე გრძელდება.

კამპანიის ფარგლებში, მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ 1500-მდე საჩუქრიდან ერთ-ერთი, მათ შორის: PlayStation, პლანშეტი, LEGO, ველოსიპედი და სხვა. (საჩუქარს VELI.store-ის ვაუჩერის სახით მიიღებენ.)

საჩუქრების კამპანიაში მონაწილეობისთვის მოსწავლემ უნდა მოიწვიოს 3 მეგობარი და დაარეგისტრიროს.

მონაწილე უნდა იყოს სკოლის მოსწავლე ან მისი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 18 წელს.

ინფორმაციისთვის, ვაუჩერი ერთჯერადია, მისი გამოყენება შესაძლებელია VELI.store-ზე ბავშვებისთვის შექმნილ კატეგორიაში, სადაც მოსწავლეებს სხვადასხვა საჩუქარი დახვდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ნივთი ვაუჩერზე ძვირია, თანხის დამატება შესაძლებელია. (ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია 2025 წლის სექტემბრის ბოლომდე.)

sCoolApp-ს ყოველდღიურად უკვე 150,000-ზე მეტი ბავშვი იყენებს. თუ თქვენს შვილს ჯერ არ აქვს sCool Card-ი, მას ძალიან მარტივად, მობილბანკის დახმარებით, უფასოდ შეუკვეთავთ.

ყოველ ახალ მოწვეულ და რეგისტრირებულ 3 მეგობარზე, მოსწავლეები დამატებით საჩუქარს მიიღებენ.

კამპანიის შესახებ მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს.

ბიზნესი