ექსპრეს ლომბარდი ოქროს შეფასების ტარიფების უპრეცედენტო ზრდას აცხადებს.
აღსანიშნავია, რომ განახლებული, გაზრდილი ტარიფით სარგებლობას შეძლებენ როგორც ახალი მომხმარებლები, ისე არსებული მომხმარებლები, რომლებსაც უკვე აქვთ აქტიური სალომბარდე სესხი და შეუძლიათ, გაზრდილი შეფასებიდან გამომდინარე, მარტივად მიიღონ სხვაობა.
სასწავლო წლის დაწყება, სეზონური განახლება თუ სხვა გაუთვალისწინებელი ხარჯები ხშირად მოითხოვს დამატებით ფინანსურ რესურსს. ექსპრეს ლომბარდის განახლებული ტარიფი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, არ თქვას უარი საკუთარ სურვილებსა და გეგმებზე და საჭირო თანხა მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობით მიიღოს.
„ჩვენ მუდმივად ვაკვირდებით ბაზარზე არსებულ ტენდენციებს და რაც მთავარია, მომხმარებლების საჭიროებებს, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ჩვენი მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო ხელსაყრელი პირობები შეგვეთავაზებინა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გაუმჯობესებული პირობა ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის - როგორც ახალი, ისე ჩვენი ერთგული, არსებული მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ახლა შეუძლიათ, გაზრდილი შეფასებიდან გამომდინარე სხვაობა მარტივად მიიღონ,” - აცხადებს ექსპრეს ლომბარდი.
განახლებული ტარიფის გარდა, ექსპრეს ლომბარდის მომხმარებლები უცვლელად სარგებლობენ ისეთი უპირატესობებით, როგორიცაა:
• უსაფრთხო შეფასება: ნივთის დაზიანებისა და გაქლიბვის გარეშე.
• 24/7 ხელმისაწვდომობა: ფილიალების უმეტესობა 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
• მოქნილი გადახდის სისტემა: სარგებლის გადახდა შესაძლებელია ყოველთვიურად ან 3 თვეში ერთხელ.
• კომფორტული და პრივატული გარემო ყველა ფილიალში.
განახლებული ტარიფების დეტალურად ნახვა შესაძლებელია კომპანიის ვებგვერდზე - https://expresslombard.ge/ka/lombardi
ექპრეს ლომბარდის ფილიალები მთელ საქართველოში:
https://expresslombard.ge/ka/misamartebi
032 2 39 39 39 | *3939