2018-01-25

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე გოგონას მამა გახდა.

მშობლებმა მას ეველინა დაარქვეს. 

"მამა გავხდი ყველაზე შეგნებულ ასაკში, როცა დიდი პასუხისმგებლობის განცდა მაქვს. ასეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ. მინდა ყველამ გამოსცადოს ეს ბედნიერება", - განუცხადა "მშობელს" ლიკლიკაძემ.

ასევე გთავაზობთ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სამადლობელ წერილს.

"მეგობრებო ბედნიერებას ოდესმე დაუნგრევიხართ? - პირდაპირი გაგებით-დანგრეული ხარ, ფეხზე დგომა გიჭირს, წელი გტკივა, მთლიანად მოშლილი ხარ...
-აი მე დავუნგრევივარ. რამდენჯერმე მომიწია გარეთ გასვლა. დავდივარ ქუთაისის ქუჩებში და უამრავი ადამიანი მკოცნის. ისე მივეჩვიე ამ ამბავს ვინც არ მიცნობს და არ მილოცავს თვითონ ვკოცნი და ვულოცავ. აგერ ახლა პირველ სკოლასთან ვიღაც ქალებს დავეტაკე და გადავკოცნე. არ ვიცი მათი რეაქცია რადგან მერე იქვე, ოპერასთან მდგარ მუსიკოსებს გადავეხვიე. მართალია ისინიც აზრზე არ იყვნენ, მაგრამ ისინი კიდე კაი მიცნობდნენ მაინც. მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ ქედს ვიხრი ყველას წინაშე, ვინც მომილოცეთ, დამირეკეთ, მომწერეთ, დამიპოსტეთ და ასე შემდეგ. განსაკუთრებული მადლობა იმ სააგენტოებსა და ინტერნეტ პორტალებს ვინც შეწუხდით ჩემს გამო. საჩუქრები ვინც უნდა მომცეს, ან უკვე მომცა იმათზე პოსტი ეპისტოლარულ ჟანრში მოგვიანებით გაკეთდება", - წერს ლიკლიკაძე.

"მშობელი" ულოცავს წყვილს ეველინას მოვლენას.

დღის ამბები