დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, კლინიკაში პიროტექნიკის გამოყენების შედეგად დაშავებული 8 და 9 წლის ბავშვებია მოთავსებული, მათ სახის და ხელის მტევნების დამწვრობა აღენიშნებათ.
როგორც გუგა ქაშიბაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუმარტა, ბავშვებმა 5 და 6%-იანი სხეულის დამწვრობა მიიღეს.
„ახალი წლის დღეებში დაახლოებით 30-მდე პაციენტი მივიღეთ. აქედან 2 სტაციონარში მოთავსდა, რადგან მძიმე ფორმები იყო. ესენი იყვნენ 8 და 9 წლის ბავშვები. მათ აღენიშნებათ სახის და მტევნების დამწვრობა. ისინი დამწვრობის ცენტრის ბავშვთა განყოფილებაში მოვათავსეთ. დანარჩენი პაციენტები გავწერეთ. განსაკუთრებულად მძიმე შემთხვევები არ დაფიქსირებულა“, - განმარტავს ქაშიბაძე.ვ