2022-01-03

საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ რეკორდული მაჩვენებელი - 13.9% შეადგინა.

წლიური ინფლაციის დონე გამოითვლება მიმდინარე წლის დეკემბრის ფასების დონის შედარებით წინა წლის დეკემბრის ფასებთან. გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად გაიზარდა ფასები 2021 წლის დეკემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. კომბოსტო - გაძვირდა 199,2%-ით;
2. წყლის გადასახდელი - 77,4%-ით;
3. ბუნებრივი გაზის გადასახდელი - 76,6%-ით;
4. ელექტროენერგიის გადასახდელი – 65,6%-ით;
5. ნაგვის გატანის გადასახდელი - 58,1%-ით;
6. ქლიავი - 51,5%-ით;
7. ლურსმანი - 49,1%-ით;
8. თერმომეტრი - 47,5%-ით;
9. ბენზინი - 39,9%-ით;
10. კვერცხი - 37,6%-ით;

ყველაზე მეტად გაძვირებული პროდუქტების ათეულში შესულია კომუნალური გადასახდელები. ამის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გასულ წელს „კომუნალური გადასახადების სუბსიდირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების“ ძალაში შესვლის შედეგად, კომუნალურ გადასახადებზე ფასები 36,5%-37,4%-ის ფარგლებში შემცირდა, ხოლო სუბსიდირების პროგრამის დასრულების შემდეგ, მკვეთრად შემცირებულ ფასებთან შედარებით, 2021 წლის დეკემბერში კომუნალური გადასახადების ფასები ასევე მკვეთრად გაიზარდა.

ასევე გთავაზობთ TOP-10 პროდუქტს, რომლებზეც ყველაზე მეტად შემცირდა ფასები 2021 წლის დეკემბერში (წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქსტატის მონაცემებით).

1. თვითმფრინავით მგზავრობა - ფასი შემცირდა 21,8%-ით;
2. ლიმონი - (-17,4)%-ით;
3. მამაკაცის შარვალი - (- 17,3)%-ით;
4. ქალის ქვედაკაბა - (- 15,6)%-ით;
5. ხახვი - (- 15,4)%-ით;
6. მამაკაცის პერანგი - (- 13,4)%-ით;
7. პომიდორი - (- 12,4)%-ით;
8. ქალის შარვალი - (- 10,8)%-ით;
9. ქალის დემისეზონური ფეხსაცმელი - (- 8,7)%-ით;
10. ბავშვის სპორტული კოსტუმი - (- 7,7)%-ით.

აღნიშნულ ჩამონათვალში ყველაზე მეტი ტანსაცმელი და ფეხსაცმელის ჯგუფის პროდუქტებია, სადაც ინფლაციის დონე მხოლოდ 2,8%-ზე დაფიქსირდა.

თვეების მიხედვით, ყველა მეტად გაძვირებული პროდუქტების სია ასე გამოიყურება:

იანვარი: მწვანე ლობიო - ფასი გაიზარდა 50,8%-ით;
თებერვალი: მზესუმზირის ზეთი - 62,0%;
მარტი: მზესუმზირის ზეთი - 62,8%;
აპრილი: მზესუმზირის ზეთი - 76,6%;
მაისი: მზესუმზირის ზეთი - 84,8%;
ივნისი: კომბოსტო - 105,8%;
ივლისი: ჭარხალი - 110,6%;
აგვისტო: ბადრიჯანი - 139,2%;
სექტემბერი: ბადრიჯანი -152,1%;
ოქტომბერი: ბადრიჯანი - 128,1%;
ნოემბერი: კომბოსტო - 96,7%;
დეკემბერი: კომბოსტო - 199,2%.

როგორც ვხედავთ, წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გაძვირებულ პროდუქტად მზესუმზირის ზეთთან ერთად, კომბოსტო და ბადრიჯანი გვხვდებოდა. თვეების მიხედვით ყველაზე მეტად გაიაფებული პროდუქტები კი მანდარინი და ნიორი იყო.

დღის ამბები