2018-01-25

შენობის საგანგაშოდ მძიმე ავარიული მდგომარეობის გამო დღეს თბილისის სამ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდება.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის საფუძველზე ექსპლუატაცია შეუჩერდება #84, #19 და #125 საბავშვო ბაღებს. როგორც ბაღების მართვის სააგენტოს უფროსმა, კახა გვანცელაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა, 800-მდე ბავშვი ნაძალადევისა და დიდუბე ჩუღურეთის რაიონების სხვა ბაღებში გადანაწილდება.

„ჩვენ ყველა ბაღს ვუტარებთ მონიტორინგს, მივმართეთ სამხარაულის ბიუროს, ჯამში 158 ბაღზე გვექნება დასკვნა, რომლის მიხედვითაც ვიმოქმედებთ. დღეს სააღმზრდელო პროცესი შეუჩერდა სამ ბაღს. ორშაბათს 800-მდე ბავშვს გადავანაწილებთ იმავე რაიონის სხვადასხვა ბაღებში, სადაც ამის საშუალება არის და დავიწყებთ აღდგენა-გამაგრების სამუშაოებს. არის ბაღები, სადაც მოსახლეობის ინტენსიფიკაცია დაბალია, სწორედ ამ პროცესს ვუძღვებით ახლა ჩვენ“ - აცხადებს კახა გვანცელაძე.

დღის ამბები