პანდემიის პერიოდში გაწეული ქველმოქმედებისთვის, სამოქალაქო აქტივისტს, ამირა კოპალიანს ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შენგელიამ, 8 მარტი მიულოცა და სიმბოლური საჩუქარი გადასცა.
"ძალიან ემოციური იყო ჩემთვის მათი ვიზიტი. როცა დამირეკეს დასაზუსტებლად სად ვიმყოფებოდი და მითხრეს რომ სიმბოლური საჩუქარი ჰქონდათ გადმოსაცემი, გულწრფელად გეუბნებით, ძალიან გამიკვირდა. სასიამივნოდ გაოცებული დავრჩი, როცა ბატონი ირაკლი თავად მოვიდა ულამაზესი თაიგულით და ნუგბარით. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში შევხვდით და დავეხმარეთ ბევრ ქალს, ამჯერად ჩემი მიზანია დავეხმარო მათ პროფესიულ განვითარებაში, რათა შეძლონ ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და ეკონომიკური გაძლიერება. ვფიქრობ, განათლება არის ყველაზე ეფექტიანი საშუალება ქალების და გოგოების გასაძლიერებლად, მოხარული ვარ, რომ მოკრძალებული წვლილი ამ საქმეში მეც შემაქვს", - განუცხადა "მშობელს" ამირა კოპალიანმა.
ამირა კოპალიანმა მეგობრებთან ერთდ კოვიდ პანდემიით დაზარებული ოჯახების დასახმარებლად შექმნა პლატფორმა, რომლის მეშვეობით 500-ზე მეტ ოჯახს გაეწია დახმარება.
უფრო ვრცლად, იხილეთ აქ: სიკეთით სავსე ზამთარი - ორი გოგონას კეთილი საქმე