თებერვლის ბოლოს პაციენტის პორტალი ამოქმედდება, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, პირადად გადაამოწმონ რა სერვისები ეკუთვნით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. ინფორმაციის მისაღებად საკმარისი იქნება პირადი ნომრის ან საკუთარი შემოსავლების შესახებ მონაცემების შეყვანა.
"სისტემა თავად გააკეთებს იდენტიფიკაციას და ძალიან დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის პაციენტს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, თვის ბოლოს პაციენტის პორტალი ამოქმედდება", - განაცხადა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ.
პაციენტების ინფორმირებულობისთვის, სავარაუდოდ, მობილური აპლიკაციაც შეიქმნება.