2018-02-06

მთავრობის დადგენილების თანახმად, თბილისში ლუბლიანას ქუჩაზე მიწის ნაკვეთი გამოიყო, სადაც ინფექციური საავადმყოფოს ახალი შენობა აშენდება.

პროექტის ღირებულება 1 მლნ ლარს შეადგენს. ამ პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდს 315 000 ლარი ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გადაურიცხა.

სამინისტროს ინფორმაციით, სატენდერო პირობებით 20-მდე კომპანიაა დაინტერესებული, მათ შორის ორი ოცხოური საპროექტო-სამშენებლო ორგანიზაციაა.

პარალელურად, უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ცენტრს გადაუდებელი სარემონტო სამუშაოებისთვის, წინა წლების განმავლობაში აკუმულირებული 1 მლნ ლარზე მეტი მოგების რეინვესტირების ნებართვა აქვს.

„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის“ პროექტირებისა და მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერის ვადა 14 თებერვალს იწურება.

 

წყარო

დღის ამბები