2018-01-31

თებერვლის დასაწყისში, თბილისში, "გალერია თბილისის" საბავშვო სართულზე ბრიტანული ბრენდის Mothercare მაღაზია გაიხსნება.

ამის შესახებ Bm.ge-ს ფრანჩაიზ კომპანიის დირექტორმა ოთარ ქირიამ განუცხადა.

ეს ბრენდის მეორე მაღაზია იქნება საქართველოში, რადგან პირველი 2015 წელს გაიხსნა "ისთ ფოინთის სავაჭრო ქალაქში". თუმცა მანამდე (2010-2015 წლებში) ბრენდი წარმოდგენილი იყო რუსთაველი გამზირზე.

"რუსთაველის გამზირი ფართის მეპატრონის მოთხოვნით დავტოვეთ. "ისთ ფოინთის" მაღაზია ნომრით მეორე უნდა ყოფილიყო, ხოლო "გალერია თბილისის" მაღაზია - მესამე. თუმცა რიგითობამ ერთით გადაიწია. რამდენიმე დღეში გაიხსნება "გალერია თბილისის“ მაღაზია, რომელიც ორჯერ დიდი იქნება ვიდრე წინამორბედი. რაც შეეხება მესამე პროექტს, ველოდებით საბურთალოს უბანში რითეილ დეველოპმენტის განვითარებას და შემოთავაზებებს" - აცხადებს ოთარ ქირია.

Mothercare & ELC წარმოამდგენლობის ცნობით, გალერეაში მაღაზია 400 კვადრატლ მეტრზე გაიშლება და მომხმარებელს შესთავაზებს Mothercare & ELC -ს სრულ ასორტიმენტს, რომელშიც შედის საბავშვო პროდუქცია ფეხმძიმობის ასაკიდან 11 წლამდე: მათ შორის ავეჯი, სათამაშოები, მოვლის საშუალებები, ეტლები, აქსესუარები და სამოსი. ასევე ფეხმძიმე ქალის ტანსაცმელი და აქსესუარები. მაღაზიისთვის შეირჩა "გალერია თბილისის" მესამე სართული, სადაც თავმოყრილია საბავშვო სამოსისა და სათამაშოების ბრენდები და ბავშვთა გასართობი ცენტრი.

"ამჟამად მომხმარებელს 17 ათასი დასახელების პროდუქტს ვთავაზობთ. თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ გალერია თბილისის მაღაზია ფართობით მეტია, მეტი შეთავაზების რესურსი გვაქვს და რიცხვი 21 ათასამდე გაიზრდება. 2010-წლიდან მოყოლებული, Mothercare - ს უკვე ყავს 12 ათასი ლოიარლური მომხმარებელი, თუმცა გვახსოვს ის წყენაც , რაც რუსთაველის გამზირზე მაღაზიის გაჩერებამ განაპირობა. შესაბამისად, მათი თხოვნა გათვალისიწინებულია - ვბრუნდებით რუსთაველზე! თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მოხმარებელთა რიცხვი ყოველდღიურად სტაბილურად იზრდება, ხოლო "გალერია თბილსი" ქალაქის ცენტრშია განთავსებული, გახსნის შემდეგ ჩვენი ვარაუდით, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ლოიალური მომხმარებლის რაოდენობა მინიმუმ 50%-ით მოიმატებს" - ამბობს ოთარ ქირია.

საქართველოში Mothercare 2010 წელს შემოვიდა. ის საშუალო შემოსავლიან სეგემენტზეა გათვლილი. Mothercare ბრიტანული ბრენდია, რომელიც 1961 წლიდან არსებობს და დღეისთვის 40-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი 3000-ზე მეტი გაყიდვის წერტილით. 

2007 წელს Mothercare PLC-მ შეიძინა კიდევ ერთი "ძირძველი" ბრიტანული ბრენდი ELC (Early Learning Centre), რომელიც პრემიუმ ხარისხის გასართობ და შემეცნებით სათამაშოებს აწარმოებს 1972 წლიდან.

დღის ამბები