2018-01-25

საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესის 8 საათამდე გახანგრძლივების საკითხი რამდენიმე დღეში გაირკვევა.

როგორც ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა "საქმიანი დილის" ეთერში განაცხადა, მუშაობენ საჯარო ბაღებში შაბათ-კვირის სერვისების განვითარებაზეც.

"ჩვენ რამდენიმე დამატებით სერვისს ვამუშავებთ კონცეფციის დონეზე. უახლოს დღეებში გვექნება კონცეფცია 18-დან 20-საათამდე გახანგრძლივებაზე. ასევე, სხვა სერვისებზეც არის მოთხოვნა, მაგალითად შაბათ - კვირის სერვისზე. მე ჩემი მოსვლის დღიდან დავიწყე ამ კონცეფციებზე მუშაობა, რომ ეს დამატებითი სერვისები არსებობდეს, შესაბამისი ბიუჯეტირება არსებობდეს. გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ჩვენ აუცილებლად მივაწვდით ამ პროექტებს",- აცხადებს კახა გვანცელაძე.

დღის ამბები