Yandex.Taxi-მ თბილისში „საბავშვო“ ტარიფი „გაუშვა“.
როგორც კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, ახალი ტარიფით ქალაქში Moni-ის ფირმის საბავშვო სკამებით აღჭურვილი Toyota Prius-ის მარკის 200 ავტომობილი მოძრაობს.
„ყველა მანქანა აღჭურვილია Moni Armor-ის ან Moni Ares-ის სკამებით. ეს სავარძლები უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტ ECE-R44/04-ს შეესაბამება და განკუთვნილია 1-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის. Moni Armor-ის , შესაძლებელია, უფრო მოზრდილთათვის, „ბუსტერად“ ტრანსფორმირდეს.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, „საბავშვო“ ტარიფის მძღოლები დამატებით გადამზადებას გადიან: სწავლობენ სკამის სწორად დამონტაჟებას და მოწყობას, მშობლებთან ურთიერთობას და სწორ რეაგირებას პატარა მგზავრების ქცევაზე.
„მოვიდა დრო, საქართველომ, როგორც ევროპული სივრცის წარმომადგენელმა, ტრანსპორტის უსაფრთხოების ევროპული სტანდარტები დაამკვიდროს. განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ბავშვების უსაფრთხოებას ეხება. ადამიანები ხშირად სარგებლობენ ტაქსით ოჯახთან ერთად გადასაადგილებლად, მშობლები, ხანდახან, შვილებს ტაქსით საბავშვო ბაღსა ან სკოლაში უშვებენ. „საბავშვო“ ტარიფისთვის ჩვენ აღვჭურვეთ ავტომობილები კომფორტული და უსაფრთხო სკამებით, რომ პატარა მგზავრები საიმედოდ იყვნენ დაცულები“, – ამბობს Yandex.Taxi-ის რეგიონული განვითარების დირექტორი საქართველოში თეიმურაზ ხმელიძე.
„საბავშვო“ ტარიფით ავტომობილის გამოძახების ღირებულება 2,6 ლარია. ფასში შედის 2 კილომეტრი და 5 წუთი მგზავრობა.
„Yandex.Taxi — ტაქსის „ონლაინ“ გამოძახების სერვისია. ის განსაზღვრავს მომხმარებლის ადგილმდებარეობას და უგზავნის შეკვეთას იმ მძღოლს, რომელსაც ყველაზე სწრაფად შეუძლია მოსვლა. Yandex ტექნოლოგიები — ეს მოთხოვნის და საცობების პროგნოზირებაა, მარშრუტიზაცია რუკაზე და შეკვეთების განაწილება ალგორითმების მეშვეობით, რაც ტაქსის გაცდენის დროის შემცირებასა და უქმი სვლის გარბენის დროის შემცირებას უწყობს ხელს. შედეგად, მგზავრობა უფრო იაფი ხდება, მძღოლების შემოსავალი კი მეტი. საქართველოში სერვისით სარგებლობენ თბილისის, ბათუმის და რუსთავის მაცხოვრებლები. უფასო აპლიკაცია Yandex.Taxi ხელმისაწვდომია iOS-სა და Android სისტემებისთვის ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე“.