2021-03-18

ბავშვთა გასართობი ცენტრები, მუშაობას პირველი აპრილიდან განაახლებენ.

ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო. 

მათივე გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან, ასევე განაახლებენ მუშაობას კინოთეატრები, ხვალიდან (19 მარტიდან) კი, რესტორნებში ცოცხალი მუსიკა იქნება დაშვებული. 

ძალაში რჩება ღამით გადაადგილების შეზღუდვა, ე.წ. კომენდატის საათი.

„როგორც მოგეხსენებათ, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების უმეტესი ნაწილი უკვე შემსუბუქებულია. დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო გასართობ ცენტრებსა და კონოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან, დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში. ასევე, მოგეხსენებათ, რომ 28 მარტს დაგეგმილია საქართველო- ესპნაეთის ნაკრების საფეხბურთო მატჩი. საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, დაუშვას მასზე მაყურებლის დასწრება, დისტანციისა და ყველა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების სტანდარტის დაცვით, სტადიონზე დაშვებული იქნება მაყურებელთა 30%,“ - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ძიუდოში გრანდ-სლემი იმართება, რომელზეც ასევე დაიშვება მაყურებელთა 30%.

დღის ამბები