2018-05-14

საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2017 წელს რეგისტრირებულ ქორწინებათა რიცხვი 23 684 იყო, რაც 2016 წელთან შედარებით 1 417-ით ნაკლებია. 2017 წელს ყველაზე მეტი - 6,984 თბილისში დაქორწინდა, ყველაზე ცოტა - 211 რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სავნეთში. 

ბოლო 10 წლის განმავლობაში რეგისტრირებული ქორწინების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს (34 693) დაფიქსირდა, მას შემდეგ კი ქორწინების მსურველთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 

ქორწინების კლების პარალელურად იზრდება განქორწინებულთა რაოდენობა. 2017 წლის მონაცემებით, ქორწინება გაბათილებულად 10 222-მა წყვილმა გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ 2007 წელს ეს მონაცემი 2 325-ით განისაზღვრებოდა, 2010-ში - 4 726-ით, 2013-ში - 8 089-ით, ხოლო 2016 წელს ოფიციალურად რეგისტრირებული განქორწინების მაჩვენებელი 9 539 იყო.

 

წყარო

დღის ამბები