2018-05-07

ვაშვლიჯვრის (გოძიაშვილის მეოთხე შესახვევი) მოსახლეობა მერიას დახმარების თხოვნით მიმართავს.

როგორც „მშობელს“ მოსახლეობამ აცნობა, ახლაშენებულ კორპუსთან ჭაობია, რომელიც ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის, კორპუსის მშენებელმა კომპანიამ კი მისი ამოვსება არ უზრუნველყო.

„ახალაშენებულ კორპუსში ვცხოვრობთ, ეზოში კი ლეიშმანიოზის გადამტანი მწერებით სავსე, დაახლოებით 500 კვადრატი ჭაობი გვაქვს. ამოდიან აივნებზე და სახლშიც... ბავშვები გვყავს, მათ შორის ახალშობილიც და სასწრაფოდ გვჭირდება ჭაობის ამოვსება -  ამოვსება და არა ამოშრობა... ჩაყარეს მემგონი ქლორი და ბაყაყების ხმა აღარაა იმდენად, მაგრამ ის ბაყაყები ჭამდნენ მწერებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა... მივმართავთ თხოვნით, ან მერია დაგვეხმაროს და ამოავსოს ან დაავალდებულოს მშენებელი კომპანია. ზაფხული მოდის მზეზე ორთქლდება და საშინელი სუნია, ჩვეულებრივი ანტისანიტარიაა. გამოკეტილი გვყავს ბავშვები ოთხ კედელში. გარდა ამისა ჭაობის მეორე მხარეს საბავშვო ბაღია და მათთვისაც საფრთხის შემცველია“, - განუცხადეს „მშობელს“ გოძიაშვილის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა.

 

დღის ამბები