2018-04-19

19 აპრილს, შუახევის ჰოსპიტალში ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალიდან მოწვეული სპეციალისტები უფასო კონსულტაციებს ჩაატარებენ. 

კარდიოლოგი, კარდიოექოსკოპისტი, ოფთალმოლოგი, ენდოკრინოლოგი, ანგიოქირურგი, უროლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ტრავმატოლოგი, ნევროლოგი, ნეიროქირურგი, ზოგადი ქირურგი და ოჯახის ექიმი შუახევის ჰოსპიტალში 11:00 – 17:00 სთ-მდე პაციენტებს მიიღებენ.

ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო კონსულტაციებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ინსტრუმენტალური და ლაბორატორიული კვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ.

 

 

დღის ამბები