რესტორანმა „ჩემო კარგო“ ბავშვებისთვის გასართობი სერვისი შექმნა.
როგორც „მშობელს“ რესტორნის ხელმძღვანელებმა განუცხადეს, რესტორანი განსაკუთრებულად ზრუნავს ნებისმიერი სტუმრის კომფორტზე, სწორედ ამიტომ, ბავშვიანი სტუმრებისთვის სპეციალური სერვისი შეიქმნა.
„მსგავსი პრაქტიკა როგორც ჩვენთვის ცნობილია სხვა რესტორნებში არ არის, ჩვენ კი ჩვენს პატარა სტუმრებს დროის სასიმოვნოდ გასატარებლად და შემოქმედებითი უნარების განსავითარებლად სახატავ რვეულებსა და ფანქრებს ვთავაზობთ. ეს ერთის მხრივ ბავშვებისთვის სასიმოვნო გარემოს შექმნას და გართობას ითვალისწინებს, ამვდრულად კი მშობლებისთვისაც ერთგვარი დამატებითი კომფორტია. ეს სერვისი სრულიად უფასოა და ისევ და ისევ მომხმარებლის წახალისების მიზნით შეიქმნა, ჩვენი პერსონალი არც ერთ პატარა სტუმარს უყურადღებოდ არ ტოვებს. ვფიქრობთ, მშობლები ამ სერვისით კმაყოფილები უნდა იყვნენ“.
გარდა ამისა, რესტორანი სრულად არის აღჭურვილი შშმ პირებისთვის, ასევე სუსტი მხდეველობის სტუმრებს ბრაილის შრიფტით ნაბეჭდ მენიუს სთავაზობს.
ცნობისთვის, რესტორანს ამჟამად ორი ფილიალი აქვს გლდანსა(ხიზანიშვილის 51) და ნახალოვკაში (ც.დადიანის 108).
რესტორნის შესახებ
მყუდრო გარემო, გემრიელი კერძები, გემოვნებით შერჩეული მუსიკა და პროფესიონალთა გუნდი - რესტორანი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ სერვისს გთავაზობთ. რესტორნებს მომხმარებელი ორიგინალის სახელით იცნობდა, რომელიც 2004 წლიდან არსებობს, რებრენდინგი ექვსი თვის წინ დაიწო, შეიქმნა ორიგინალი ჯგუფი და „ჩემო კარგო“ რესტორნების ქსელი. .„რას ინებებთ ჩემო კარგო“, „მადლობა ჩემო კარგო“ -სახელი „ჩემო კარგო“ სწორედ ამ ფრაზებისგან წამოვიდა, რომელიც საკმაოდ სასიამოვნო და დასამახსოვრებელია.
„ჩემო კარგო„ რესტორანი ყველა უბანში - ჩვენ ვქმნით პრემიუმკლასის რესტორნებს უბნის ცენტრალურ ლოკაციაზე, რომლიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა ტიპის მომხმარებლისთვის. გარდა იმისა, რომ გარემო არაჩვეულებრივია, საკვებს აბსოლიტურად ნატურალური პროდუქტისგან დამზადებულს მიირთმევთ.
ამასთანავე თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მიტანის სერვისით, ამისთვის თქვენ შეგიძლიათ დაგგვიკავშირდეთ მითითებულ ნომერზე: 571 10 30 10; 2 69 30 10;
ან შეხვიდეთ ჩვენ საიტზე www.chemokargo.ge დაჯავშნოთ და შეარჩიოთ მაგიდა ან აირჩიოთ სასურველი კერძები.
ასევე გვაქვს ინოვაციური სიხალე ქართული კერძების მოყვარულებისთვის, ყველაზე სწრაფი და მარტივი აპლიკაცია - ნამდვილი გურმანებისთვის რომლიც მომხამრებელს აძლევს საშუალებას სახლიდან გაუსვლელად „online” შეარჩიოს და შეუკვეთოს სასურველი კერძი ადგილზე მიტანით, ჩვენი აპლიკაცია შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ: google play ან App Store-დან.
მიყევით მითითებულ ბმულს: google play - http://bit.ly/chemokargoapp
App Store - http://bit.ly/chemokargoge