2018-04-17

„მშობელი“ გაგაცნობთ, ერთ საინტერესო ადამიანს, რომელსაც ასევე საინტერესო ცხოვრებისეული ისტორია აქვს. ლენა ორმოცაძე საქართველოში 4 წლიდან საქართველოში გაიზარდა. ახლა 30 წლისაა და ჩვენთან მისი საქართველოში მოხვედრის ისტორიას იხსენებს. ლენა ხატავს და სურს რომ მისი ნამუშევრები სხვებსაც გაუზიაროს.

- მოსკოვში დავიბადე, ნახევრად რუსი, ნახევრად კი ყაზახი ვარ. ქართულმა ოჯახმა 1991 წელს ტულის ბავშვთა სახლიდან მიშვილა. მივიღე ქართული უმაღლესი განათლება და წლების მანზილზე ძალოვან სტრუქტურებში ვმუშაობდი. მიყვარს საქართველო და ბედნიერი ვარ აქ ყოველი დღით, თუმცა ჩემი გაშვილების რეალურმა ამბავმა ჩემი ცხოვრების ემოცია შეცვალა. 26 წლიანი ძებნის შემდეგ, დედამ მიპოვა. აღმოჩნდა, რომ მას მე და ჩემი და არ გავუშვილებივართ, მხოლოდ ერთი კვირით, გარკვეული მიზეზით, ჩვენს გადასარჩენად, დაგვტოვა ბავშვთა სახლში, მობრუნებულზე კი მე საქართველოში, ჩემი და კი იტალიაში დახვდა გაშვილებული. თავად ამ დრო 15 წლის იყო და ხელწერილი ჰქონდა დატოვებული, სადაც აღნიშნავდა რომ შვილებზე უარი არ უთქვას და წასაყვანად დაბრუნდებოდა. 26 წლიანი ძებნის შემდეგ დედამ ორივე გვიპოვა, მაგრამ ნახვა ვერ მოვასწარი, ის 45 წლის ასაკში გულის შეტევით, ჩემთან ჩამოსვლამდე გარდაიცვალა...

და ვიპოვე, თუმცა მან დედასთან ურთიერთობა საკუთარი ახალი ოჯახის გამო არ ისურვა, ჩემთან კი სოციალური ქსელით ურთიერთობს, თუმცა იშვიათად...

არ მიყვარს წუწუნი, ვიცი ჩემზე ბევრად მეტი ტკივილის გადატანა უწევთ... ერთგვარი თერაპიისთვის, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდი, ხატვა და ლექსების წერა დავიწყე. ასე ვცდილობდი ჩემი შინაგანი ემოცია გადმომეცა...

ლექსების მოსასმენად გადადით ლინკზე

დღის ამბები