ფარმაცეპტულმა კომპანიამ „დოქტორ ღლონტი“ რამდენიმე ოჯახი მედიკამენტებით დაასაჩუქრა.
როგორც „მშობელს“ კომპანიის დირექტორმა ბაკო ღლონტმა განუცხადა, აქცია ერთჯერადი არ ყოფილა და მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენი მთავარი ამოცანა ხარისხიანი და ბუნებრივი კომპონენტებით გაჯერებული პრეპარატების წარმოებაა. მოხარული ვარ იმით, რომ ბაზარზე წლებია ასე წარმატებით ვმოღვაწეობთ. სამომავლოდ ბევრი გეგმაა, რომელსაც ჩვენს ხალხთან ერთად გავაგრძელებთ და უამრავი ოჯახის ჯანმრთელ მომავალზე ვიზრუნებთ. რაც მთავარია, პრეპარატი ქართულია“, - განაცხადა ბაკო ღლონტმა.
ცნობისთვის, ქართული ფარმაცევტული კომპანია „დოქტორ ღლონტი“ ბაზარზე წლებია არსებობს.