2018-04-02

35 წლის ლორა სტირმენი  სამი შვილის დედა და მხატვარია  დუბლინიდან. ის ტილოზე  ფერად ნახატებს ასრულებს, ამისთვის კი ეხოსკოპიის ფოტოებს იყენებს.

ლორამ  ხატვა მაშინ დაიწყო, როცა თვითონ იყო ორსულად. ბავშვი იშვიათად მოძრაობდა მუცელში და ამიტომ საკმაოდ ბევრი ეხოსკოპია დასჭირდა.

„ყველა ფოტოზე ჩანდა, რომ ბავშვს ყველაფერი კარგად ჰქონდა, უბრალოდ ცოტას მოძრაობდა“.

მალე ლორამ მეგობრებისთვის ხატვა დაიწყო, ახლა კი უკვე შეკვეთებს მთელი მსოფლიოს ორსულებისგან იღებს. ამის გამო მან სხვა სამსახურზე უარი თქვა და მთელი დრო ხატვას მიუძღვნა.

მოამზადა მარიამ სოხაძემ

წყარო

დღის ამბები