2018-03-29

წელს პირველ კლასში 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შევლენ.

როგორც „მშობელს“ სამინისტროში განუმარტეს, აღნიშნულის მიზეზი, სწავლის დაწყების თარიღია.

„კანონით, სწავლის დაწყების მომენტისთვის ბავშვი უნდა იყოს 6 წლის, სწავლის თარიღად დადგენილია 15 სექტემბერი. ვინაიდან 15 სექტემბერი არის შაბათი, 16 კვირა და სწავლა იწყება 17 სექტემბერს, კანონის თანახმად, პირველ კლასში მისვლა 16-17 სექტემბერს დაბადებულებსაც შეეძლებათ“, - განუცხადეს „მშობელს“ სამინისტროში.

რაც შეეხება პირველ კლასელთა რეგისტრაციას, მათივე ცნობით, რეგისტრაცია 10 აპრილიდან დაიწყება, დანარჩენი დეტალები კი სამინისტროს მიერ დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გახდება ცნობილი.

დღის ამბები