2018-03-29

ბავშვთა გასართობი ცენტრის „მინიონების“ ფილიალი ვარკეთილშიც გაიხსნა.

როგორც „მშობელს“ ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა დიმიტრი ბულაშვილმა განუცხადა, ცენტრს უკვე 80-მდე დაბადების დღის ჯავშანი აქვს მიღებული.

„ახალ ფილიალში ერთი დარბაზია და 10-60 ბავშვამდე შეუძლია მიიღოს. გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივი პროგრამები, ასევე პროგრამა განსხვავდება სქესის მიხედვით, ჩვენ ვთავაზობთ მენიუს, კლიენტი კი თავად ირჩევს მისთვის სასურველს. ფასები სამივე ცენტრში განცხავებულია, ვარკეთილის და გლდანის ფასები, დაახლოებით ერთნაირია“, - განუცხადა „მშობელს“ დიმიტრი ბულაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბავშვთა გასართობ ცენტრ „მინიონებს“ უკვე აქვს ორი ფილიალი გლდანსა და საბურთალოზე. გლდანში მომხმარებელს ერთი დარბაზი ემსახურება, საბურთალოზე კი ორი. ვარკეთილის გახსნის შემდეგ, ახლა უკვე 4 დარბაზი მოგემსახურებათ.

დღის ამბები