Disney-ის ახალი ფილმის, "დაწყევლილი სასახლის" პრემიერა, 26 ივლისს, თბილისში, Cavea გალერეაში გაიმართა.
მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა მაყურებელმა ფილმი მსოფლიო პრემიერამდე ერთი დღით ადრე იხილეს და პოზიტიური შეფასებები მისცეს.
კინოსტუდია "დისნეის" ახალ ნამუშევარში, როლიც კომედიას და ჰორორს აერთიანებს, მოქმედება ნიუ-ორლეანში ვითარდება. მთავარი გმირი მცირეწლოვან შვილთან ერთად, მოჩვენებებით დასახლებულ სახლში გადადის. დედა-შვილს სახლიდან ბოროტი ძალების განდევნაში ადგილობრივი მღვდელი, მეცნიერი, ექსტრასენსი და ისტორიკოსი ეხმარებიან.
ფილმში ნახავთ ჰოლივუდის ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიცაა: როზარიო დოუსონი, ოუენ უილსონი, დენი დე ვიტო, ჯარედ ლეტო, ჯემი ლი კერტისი, ვაინონა რაიდერი. სხვა უპირატესობებთან ერთად, ეს არის სახელები, რომელთა გამოც ნამუშავარს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებენ.
ფილმი სანდენსის კინოფესტივალის გამარჯვებულმა რეჟისორმა, ჯასტინ სიმენმა გადაიღო. კავეა გალერიაში პრემიერაზე შეკრებილმა მაყურებელმა "დაწყევლილ სასახლეს" დადებითი შეფასება მისცა და სხვებსაც ურჩევენ ფილმის ნახვას.