თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2023-2024 სააღმზრდელოწლისთვის ელექტრონული რეგისტრაციის პროცესი წარმატებითმიმდინარეობს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, რეგისტრაციის წესში განხორციელებულმაცვლილებებმა პროცესისეფექტიანად წარმართვა უზრუნველყო.
„წელს პირველად დაინერგა სამეტაპიანი რეგისტრაცია, რაცგულისხმობს პირველ ეტაპზე მიზნობრივი სოციალურიჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების რეგისტრაციას.აღნიშნული ეტაპი 10 ივლისიდან 15 ივლისის ჩათვლითმიმდინარეობდა, დარეგისტრირდა 2621 აღსაზრდელი დამოთხოვნა სრულად დაკმაყოფილდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, 17 ივლისს დაიწყო რეგისტრაციის მეორე ეტაპი, რომელშიცმხოლოდ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზერეგისტრირებული ბავშვები მონაწილეობენ.
თბილისის მერის ინფორმაციით, აღნიშნულიეტაპიც წარმატებით მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვერეგისტრირებულია 5000-მდე აღსაზრდელი.
კახა კალაძის განცხადებით, 25 ივლისიდან დაიწყება მესამე ეტაპი - საყოველთაორეგისტრაცია. აღნიშნულ ეტაპზე 7500-მდე თავისუფალადგილზე გამოცხადდება რეგისტრაცია, სადაც თბილისისსაჯარო ბაღებში ჩარიცხვის შესაძლებლობა ეძლევა 2-დან 6წლამდე ასაკის ნებისმიერ ბავშვს, როგორცსაქართველოსმოქალაქეობის, ისე ბინადრობის ნებართვის მქონე პატარებს.
„უამრავი ახალი ბაღი ავაშენეთ. განხორციელდა ძველი ბაღების დემონტაჟი, ახლის მშენებლობა, მიმდინარეობდა სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები. იცით, თუ როგორი სტანდარტია ახალაშენებულ ბაღებში სისუფთავის თვალსაზრისით. პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ ევროპული მოთხოვნა და სტანდარტებიმაქსიმალურად დაკმაყოფილებულია. ამ მიდგომას გავაგრძელებთ, რადგან საქმე ეხება ჩვენს შვილებს, პატარებს, მომავალ თაობებს“, - განაცხცადა კახა კალაძემ.